გუშინ, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო.
"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "კვარას" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩამ იმ 2 მომენტის გამო ბოდიში მოიხადა, როცა თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა. იტალიელის თქმით, ჟურნალისტები 21 წლის გარემარბზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რაც მასზე ცუდად აისახება.
"გამარჯვება საიდან მოდის? გუნდური თამაშის გ
ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? არა, ასე არ არის, რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს. თქვენ აშორებთ კვარაცხელიას გუნდს და არა მე, როდესაც მუდმივად მასზე საუბრობთ და თვლით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხვიჩა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა. გოლები ყველამ გაიტანა და არამხოლოდ რასპადორიმ, ოლივეირამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა. აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით" - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. "პარტენოპეი" 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზეს" ესტუმრება.
"მტაცებელივით მოქმედებს - ვან გოგი? არა, კვარავაჯო" - "ნაპოლი" ხვიჩაზე
ხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონენზესთვის" მზად იქნება
ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]
რაც Შეეხება სპალეტის, გადახედეᲗ მის კარიერას. აბსოლუტურად ყველა გუნდᲨი საუკეᲗესო მოᲗამაᲨესᲗან ქონდა პრეტენზიები და კონფლიქტები რაც ნიშნავს იმას რომ ან უბრალოდ დაკომპლექსებულია როცა მასზე მეტად სხვას აქებენ, ან ლიდერისგან ყველაზე მეტს მოიᲗხოვს. ორივე ᲨემᲗხვევაᲨი მე ამაყი ვარ, რადგან ეს ნიᲨნავს რომ Ჩვენი ბიᲭი საუკეთესო ნაპოლიᲨი❤️
Ჩემი მესამე კომენტარია ამ სტატიაზე და ბოდიᲨი Ჩემო ქარᲗველებო, მაგრამ ეს რომ არ დამეწერა არ ვიქნებოდი Ჩემ ᲗავᲗან და ხვიᲩასᲗან მარᲗალი იმიტომ რომ არაფერი საბოდიᲨო მას არ გაუკეᲗებია. ბოდიᲨი სპალეტის უნდა მოიხადოს!!!