"მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option

გუშინ, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო.

"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "კვარას" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩამ იმ 2 მომენტის გამო ბოდიში მოიხადა, როცა თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა. იტალიელის თქმით, ჟურნალისტები 21 წლის გარემარბზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რაც მასზე ცუდად აისახება.

"გამარჯვება საიდან მოდის? გუნდური თამაშის გ

არეშე ჩემპიონობის მოპოვება წარმოუდგენელია. ძლიერი ინდივიდუალისტები გვყავს, თუმცა გუნდურობა არ უნდა დაიკარგოს. ლოსანო და კვარაცხელია მცველებს ხშირად ეხმარებოდნენ. ხვიჩამ ბოდიში მოიხადა 2 ეპიზოდისთვის, როდესაც თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა.

ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? არა, ასე არ არის, რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს. თქვენ აშორებთ კვარაცხელიას გუნდს და არა მე, როდესაც მუდმივად მასზე საუბრობთ და თვლით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხვიჩა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა. გოლები ყველამ გაიტანა და არამხოლოდ რასპადორიმ, ოლივეირამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა. აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. "პარტენოპეი" 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზეს" ესტუმრება.

alt"მტაცებელივით მოქმედებს - ვან გოგი? არა, კვარავაჯო" - "ნაპოლი" ხვიჩაზე

altხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონენზესთვის" მზად იქნება

altხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
შენი ჩემი ძმა საგოლე პასებს და მოპოვებულ პენალტებს არ ცნობ თუ რაია ბიჯო? ამ თამაშში პირველი გოლის საკვანძო პასი კვარასი იყო მოძრაობა იდეალური მაგის მერე მერე უმნისვნელოვანესი გოლის საგოლე პასი გააკეთა ... მილანთან? ლაციოსთან? რეინჯერსთან?
კრაზანა
05 ოქტომბერი 2022 14:58
5
ლოზანომ მოგიხადა ბოდიᲨი უამრავი მომენტი რომ გაანიავა? დი ლორენცომ მოგიხადა ბოდიᲨი პასის მაგივრად რომ დაარტყა და მომენტი გააცუდა? სიმეონემ? რასპადორიმ? ანგისამ? ნდომბელემ? რაჰმანიმ? ელმასმა? რომელი ფეხბურთელი იყენებს ყველა მომენტს? ასეᲗი ფეხბურთელი არ არსებობს. ყველაზე კრიტიკული მე ვარ ხვიᲩას მიმართ როცა ᲗამაᲨობს და Ჩემი გულის ცემა 140-ზე ადის ხოლმე, მაგრამ ამ ᲗამაᲨᲨი ყველაფერი კარგად გააკეᲗა. იმ მომენტში როცა მეკარე წინ იყო გამოსული და კვარამ დაარტყა, მე არ მეგულება ფეხბურთელი რომელიც იგივეს არ გააკეᲗებდა და 50%-ზე მეტი ვერ მოახვედრებდა ბურᲗს კარᲨი.
18 დარტყმა ქონდა Თუ არ ვცდები ნაპოლის, აქედან ხვიᲩამ ერთი გაატანინა, ერთი Თავად გაიტანა, 2 ჯერ მეკარემ აუᲦო და ერᲗხელ მილიმეტრებიᲗ ააცილა.
ბრავო ხვიᲩა ❤️❤️❤️
ბექა
05 ოქტომბერი 2022 14:50
3
კონტენტის დამახინჯება აქ მოდაშიაა..მე ვსაუბრობ სისტემატიურ დაცვაზე.არცერრთი არაკლასიკური ვინგერი რომელიც მეორე ფორვარდი უფროაა არ თამაშობს სისტემატიურ დაცვას ეს არის ბოდვაა.მაგალითს ვერ მომიყვანთ თანამედროვე ფეცბურთში მსგავს.ზონური თავდაცვის პრინციპით ხშირად ამას აკეთებენ ნახევარმცველები.მოვიყვანე მაგალითი ვინიციუსი როგორ უნდა გამოიყენოს სპალეტიმ რომ უფრო მეტი პოტენციალი გამოავლინოს როგორც გუნდურად ასევე ინდივიდუალურად.ვინიციუსიც ბევრჯერ კარგავს ბურრთს მაგრამ კარლო აძლევს შეცდომების უფლებასაც უდგება ისე როგორც მოთამაშისგან რა შეიძლება მიიღოს.ვინიმ რომ სტაბილურად წინ და უკან ირბინოს რასაც აკეთებს იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებდა.მაგას კარდიო უნდა.მერე იძახიან ხვიჩას კარდიო არ უვარგა ფიზიკურად სუსტიაა.მიდი აბა ყველადაკარგულ ბურთზე შენი გუნდის ირბინე უკან მერე წინ წადი სასწაულები აკეთე.ძალიან რთულია.მეტი შეუძლია თუ დაცვაში ნაკლები დავალება ექნება.აქ ხალხი უდგება ხვიჩას ჩვეულებრივ ფეხბურთელად.ძალუინ მაგარი რომაა ამიტომაც უნდა ჰქონდეს მეტი თსვისუფლება.ესე ქონდა რონალდოს.მესის..მბაპეს ნეიმარს მაგათი დაცვა არ გაიშვას არსად. სად გინახუიათ რონალდოს.ნეიმარის.მბაპეს.მესის დდაცვა. სპალეტი რიგ ეპიზოდებში აჭარბებს კვარაზე.
Dyablo
05 ოქტომბერი 2022 14:01
0
კარგი სიტყვებია, ,,რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს''! ხვიჩას წარმატების საიდუმლო კი თავმდაბლობასა და ნიჭშია, ყველაფერი წინ აქვს ამ ოქროს ბიჭს
ნერაძური
05 ოქტომბერი 2022 13:32
2
გაიხარე ხვიჩა ჩვენი გახარებისთვის. წარმატებები. მეგობრებო, ქართველებო, ნაპოლის გვერდზე ზედმეტი აქტიურობით უნებურად უხერხულობა არ შევუქმნათ სპალეტისთან და თავისი გუნდის სხვა მოთამაშეებთან. გთხოვთ ამას ყურადღება მივაქციოთ. წვრილმანია, მაგრამ ზოგჯერ წვრილმანებსაც აქცევენ ყურადღებას. ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. პრესკონფერენციაზეც ქართველი ჟურნალისტისგან ყოველ ჯერზე ხვიჩაზე კითხვის დასმაც უკვე ზედმეტი მგონია. ჩვენ კი გვიხარია, მაგრამ უნებურად რამე არ გავაფუჭოთ!!!
კობა
05 ოქტომბერი 2022 13:31
1
რა სისულელეა. უნაკლო ხალხს თუ ეძებს სპალეტი, რომის პაპს მიაკითხოს, უნაკლო ვარო ის იძახის
ზურაბ
05 ოქტომბერი 2022 13:26
9
ისე, კვარას კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდედულიც საგოლე პასია და ოლივიერას მიერ ხვიჩაზე გაკეთებული იდიალური პასი,როდესაც საჯარიმოში ორი მცველი მოჭრა და მარტოდ დატოვა მეკარესთან? კვარა რომ გუნდურად არ თამაშობს ისიც ფაქტია, თითქოსდა გუნდი ცალკე თამაშობს და ის ცალკე, ამიტომაცაა გუშინაც და ტორინოსთან თამაშისას მიიღო არც ისე მაღალი შეფასება, მიუხედავათ იმისა რომ ორივე თამაშში გოლი გაიტანა.გუშინაც ისე ამოკეტეს ერთი დრიბლინგი ვერ განახორციელა, რამდენიც სცადა ყველა წაართვეს,2-ჯერ თუ 3-ჯერ მიეცა საშუალება თანაგუნდელისთვის ბოლო პასი გაეცა და ყველაჯერზე თვალდახუჭული კარში დაარტყა. მგონია მისი ტალანტის პატრონი დროთა განმავლობაში დაიხვეწება, უფრო თანამედროვე და სოლიდურ ფეხბურთს ითამაშებს და გასახდელში ბოდიშის მოხდაც აღარ მოუწევს. თორემ რა გამოდის? ნაპოლმა სამ ტურში 13 გოლი გაიტანა და აქედან კვარას ანგარიშშზე, რომელიც გუნდის ლიდერად და ლამის მეგა ვასკვლავად შევრაცხეთ, მხოლოდ ერთია ისიც 6-1 მოგებულ თამაშში გატანილი მე-5 გოლი.
შაკო
05 ოქტომბერი 2022 13:22
33
Ertxel ki 1-1 ze,magram meored rodis unda mieca? Nu ar vici spaleti an supermotamashes gaxdis kvaras an magrad utkdeba masze magrad xvichas rom aqeben da sukvelas kvara rom akeria pirze...
Givi
05 ოქტომბერი 2022 13:13
2
სპალეტი ცდილობს ოდნავ გაანეიტრალოს ის უსაზღვრო ქება-დიდება რაც ხვიჩას მისამართით მიდის და რაც უდიდესი წნეხია 21 წლის ბიჭისთვის. თქვენ წარმოგიდგენიათ, ამ ასაკში რამხელა ემოციური დატვირთვაა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნა? თან არ დაგავიწყდეთ, კვარა ხასიათით არ ჩანს ის ადამიანი, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და სჭირდება. მე, 40 წლის კაცი ვვარდები უაზრო ეიფორიაში, როდესაც ვინმე რაღაც სისულელეზე მაქებს და წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს მსოფლიო ნიაღვარი 21 წლის ბიჭისთვის. ახლავე თუ არ მოემზადა ფსიქოლოგიურად, რომ ერთ დღეს, ერთი ჩავარდნილი თამაშის ან აცილებული პენალტის გამო შეიძლება ასევე მთელმა მსოფლიომ მიწაში ჩადოს, იმ რთულ მომენტში ძალიან გაუჭირდება და, შეიძლება, კარიერადაც დაუჯდეს. მოკლედ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, პირველ რიგში კვარასთვის არის ეს აუცილებელი. ყველა დიდი სპორტსმენის წარმატება, უდიდეს ფსიქოლოგიურ მომზადებაზეა დამოკიდებული.
დავითი
05 ოქტომბერი 2022 12:58
0
რა უნდა ამ კაცს, რატომ შურს, ვერ გავიგე, ამ რას ჭორაობს შიდა გუნდურ საქმეებს გარეთ?! ვინმე პასუხის გამცემი არ არის მანდ?
ირაკლი
05 ოქტომბერი 2022 12:47
21
აი ყველაფერი, რასაც სპალეტი ამბობს ემსახურება იმას, რომ ხვიჩა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი გახდეს და საკუთარი პოტენციალი გამოიყენოს, აქ კიდე ვინც ლანძღავს უბრალოდ რეალობის აღქმა არაქვთ და კვარაზე ბრმად უნდათ, რაღაც საფეხურების გარეშე რომ ყველამ აღიაროს და მის ნაკლს არც ხედავენ, მორჩით ამ გაკერპებას და მიეცით საშუალება კვარას განვითარდეს
სახ
05 ოქტომბერი 2022 13:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული