"მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option

გუშინ, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო.

"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "კვარას" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩამ იმ 2 მომენტის გამო ბოდიში მოიხადა, როცა თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა. იტალიელის თქმით, ჟურნალისტები 21 წლის გარემარბზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რაც მასზე ცუდად აისახება.

"გამარჯვება საიდან მოდის? გუნდური თამაშის გ

არეშე ჩემპიონობის მოპოვება წარმოუდგენელია. ძლიერი ინდივიდუალისტები გვყავს, თუმცა გუნდურობა არ უნდა დაიკარგოს. ლოსანო და კვარაცხელია მცველებს ხშირად ეხმარებოდნენ. ხვიჩამ ბოდიში მოიხადა 2 ეპიზოდისთვის, როდესაც თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა.

ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? არა, ასე არ არის, რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს. თქვენ აშორებთ კვარაცხელიას გუნდს და არა მე, როდესაც მუდმივად მასზე საუბრობთ და თვლით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხვიჩა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა. გოლები ყველამ გაიტანა და არამხოლოდ რასპადორიმ, ოლივეირამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა. აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. "პარტენოპეი" 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზეს" ესტუმრება.

alt"მტაცებელივით მოქმედებს - ვან გოგი? არა, კვარავაჯო" - "ნაპოლი" ხვიჩაზე

altხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონენზესთვის" მზად იქნება

altხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
მართალია სპალეტის დამსახურებაა ხვიჩას შედეგიანი თამაში, მაგრამ ბევრს ლაპარაკობს საჯაროდ რასაც არ უნდა ლაპარაკობდეს მწვრთნელი, ჩემი აზრით ეშლება.
ირაკლი
05 ოქტომბერი 2022 12:45
6
მართლა ვერაფერი გავიგე რა, მაშინ ადგეს და ყველა ფეხბურთელმა ყველა შეცდომაზე ბოდიშები იხადონ რა.
რრრ
05 ოქტომბერი 2022 12:43
5
ეეეე, ბიჭებო თქვენ ძალიან შორს ხომ არ ვწახვედით? თქვენ ასწავლით სპალეტის ვის როგორ მოექცეს და ვისზე რა თქვას? კაცი დაბერდა ამ საქმეში, თქვენ კი გუშინ დაიწყათ ფეხბურთის ყურება და მაშინვე სპალეტის ჭკუის სწავლება მოგინდათ?
ჟორა გაბრიჭიძე
05 ოქტომბერი 2022 12:42
4
ფაქტია, რომ ერთ მომენტში, მისივე თამაშის წყალობით მიიზიდა ყველა დამცველი და მარცხნივ დარჩა თანაგუნდელი (გვარს მნიშვნელობა არ აქვს) რომლისთვისაც პასი, რომ მიეცა 95% გოლი იყო, მაგრამ არ მისცა.

კი პასი უნდა მიეცა ნამდვილად, მაგრამ აქ სპალეტი ერთ რამეში ცდება. ხვიჩა ჯერ უცნობი ფეხბურთელია მსოფლიოში და ჯერ კიდევ თავი უნდა დაიმკვიდროს: მცველებმა, მწვრთნელებმა და მსაჯებმაც კი უნდა გაიცნონ.

ისევე როგორც კალათბურთში, თუ მსროლელი არ ხარ, დამცველი 2 მეტრი დისტანციიდან აგიყვანს, და შენი შეტევის შესაძლებლოიბა, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან ფარქვეშ მცირდება.

ფეხბურთშიც, მცვლელებს კვარას შიში უნდა ქონდეთ, რადგან უნდა გადავიდნენ მასზე, რადგან დამრტყმელია, ასევე შემსვლელია დრიბლინგით. მაგრამ ასევე უნდა იცოდნენ, რომ არ უნდა გადავიდნენ ბოლომდე, რადგან ხციჩამ პასისი მიცემაც იცის და არ იღორებს.

როცა ასეთ ოქროს შუალედს დაიცავს, ნამდვილად ეყოლება მთელი მოწინააღმდეგის დაცვა გაურკვევლობაში და მასვე გაუადვილდება თამაში. თუ დაცვამ იცის, რომ ეს "ღორობს" და პასს არ იძლევა, ყველა უფრო მარტივად გადავა მასზე და ხვიჩასაც მეტად გაუჭირდება გოლის გატანა და პასებსაც ნაკლებს მიიღებს.
ბევრჯერ მარტივი გენიალურია
05 ოქტომბერი 2022 12:27
3
არ არის ხვიჩას საქმე დაცვაში ჩასვლა. დიდად ვერც ვერაფრით ეხმარება, მალეც იღლება და წინაც ნაკლებ პროდუქტიულია. თანაც ტრავმის მიღების შანსიც მეტი აქვს. იდიოტია სპალეტი, გვიან მიხვდება რომ ხვიჩას სრული თავისუფლება უნდა მიცეს როგორც სლუცკი აძლევდა.
რეზო
05 ოქტომბერი 2022 12:02
14
Თუ მალე იღლება და დაცვაში არ უნდა ჩავიდეს ფეხბურთელიც არ ყოფილა
ირაკლი ქუთაისელი
05 ოქტომბერი 2022 16:49
2
არა უდავოდ დიდი სპეციალისტი რომაა ფაქტია.კარგად თქვა,შენ არ მისცემ და მერე იგივეს ის გაგიკეთებსო.მწვრთნელია და გუნდზე ფიქრობს,შედეგზე.კვარამაც როგორ მოუმატა და კიდევ მოუმატებს მის ხელში.წარმსტებები ნაპოლის.პ.ს.დამავიწყდა სოფლის გუნდის მიწერა....
კახა ქ.
05 ოქტომბერი 2022 11:58
2
ეს კაცი ძლიერი მწვრთნელია და გუნდისთვის მუშაობს. ხვიჩას თამაშის ხარისხი თამაშიდან თამაშამდე იზრდება, შეფასებებიც ემატება და ემატება. ეს პირველ რიგში ნაკლებად დაკარგული ბურთების და დაცვაში ხშირი ორთაბრძოლების ხარჯზეა. როცა პასს არ აკეთებ და შენ თავზე იღებ თამაშს მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა აიღო მომენტის დასრულებაზე. გაიხსენეთ ხალხო მესი, მხოლოდ დრიბლინგების კეთებით და გოლებით არის გამორჩეული თუ პასის გაცემის კულტურითაც? კიდევ რჩევის მიცემა როდიდან გახდა კრიტიკა? სპალეტი უბრალოდ როგორც ყველა იტალიელი ხმამაღლად საუბრობს იმას რასაც ფიქრობს. რითი იყო გასულ მატჩში ლოსანო, რასპადორი, ლობოტკა ან ანგისა ხვიჩაზე ნაკლები? ნაკლები სამუშაო გასწიეს?
semi
05 ოქტომბერი 2022 11:54
3
მგონი ეს კაცი ცოტა დაკომპლექსებულია კვარას ფაქტორით.
ქუთაისი
05 ოქტომბერი 2022 11:37
42
ყოველგვარი ურა პატრიოტიზმის და ემოციების გარეშე. სპალეტი როგორც მწვრთნელი არ არის ხვიჩასთვის იდეალური ვარიანტი. როცა მსგავსი ტალანტი მინდის გუნდში ყველა ცდილობს ხელი შეუწყოს და უფრო ადვილად გაიხსნას მოთამაშე გაიაროს ადაპტაცია, კვარას შემთხვევაში მსგავსი არაფერი არ ხდება. სპალეტი თავისი კომენტარებით რასაც საჯაროდ აკეთებს და ალბათ პირადად უფრო მეტს ეუბნება ბოჭავს კვარას და ეტყობა კიდევაც როგორი დაძაბულია ყველა თამაშში კვარა. პ.ს. ძმებო ქართველებო ნაპილის გვერდზე გთხოვთ დავალაიქოთ კვარაზე პოსტები მაგრამ ამდენ კომენტარს ნუ ტოვებთ, ფაქტია რომ ეს აღიზიანებთ და კვარას საქმე არ გავაფუჭოთ ადამიანურად გთხოვთ ყველას.
ლაშა
05 ოქტომბერი 2022 11:30
17
სპალეტი სწორად იქცევა ჯერ-ჯერობით რომ არ არტყმევინებს პენალტს. პენალტს არ სჭირდება განსაკუთრებული ფეხი, გადამწყვეტი პენალტის შესრულება 99%-ით ფსიქოლოგიური მომზადების შედეგია, თორემ ვარჯიშზე ნებისმიერი დაბალი ლიგის მოთამაშე 10-დან 9-ს მაინც გაიტანს, მაგრამ იგივეს, იმავე მეკარის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გააკეთებს. აბა დაფიქრდით, რა წნეხი იქნება ხვიჩაზე პენალტი რომ ააცილოს. ფსიქოლოგიურად მისთვის ძალიან რთულ პერიოდში (სრულიად ახალ რეალობას ეჩვევა), საერთოდ არ არის საჭირო კიდევ დამატებითი გამოცდები და არასაჭირო წნეხი. ცოტა მოთმინებაა საჭირო, ყველაფერი ერთდროულად არ ვარგა, შეიძლება გადაიწვას ადამიანი.
დავითი
05 ოქტომბერი 2022 13:56
2
არ ყავდა პასის მიმცემი და ვერც ექნებოდა. რა არის სპალეტის დამსახურება ნიუანსებს თავი რომ დავანებოთ თავის მოპევებულ თერთმეტმეტრიანებს არ არტყმევინებს ფეხბურთელს რომელსაც სერია A ში ერთერთი საუკეთესო ფეხი აქვს, ჯარიმებზე არაფერს ვიძახი. მოტივაციისთვის ხომ შეიძლება ერთი ჯარიმა დაარტყმევინო, ერთი შანსი მისცე იქნებ როგორ ასრულებს. მაგასაც მესი არ ჰყავდეს გუნდში რო ვერ გაიმეტონ კვარასთვის გინდა პენალტი გინდა ჯარიმა
ლაშა
05 ოქტომბერი 2022 12:03
6
ყველა გამოხმაურება
მაღალი დონის სპეციალისტია და ხვიჩა მის ხელში კიდევ გაიზრდება.
გია
05 ოქტომბერი 2022 11:29
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული