"მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option

გუშინ, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო.

"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "კვარას" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩამ იმ 2 მომენტის გამო ბოდიში მოიხადა, როცა თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა. იტალიელის თქმით, ჟურნალისტები 21 წლის გარემარბზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რაც მასზე ცუდად აისახება.

"გამარჯვება საიდან მოდის? გუნდური თამაშის გ

არეშე ჩემპიონობის მოპოვება წარმოუდგენელია. ძლიერი ინდივიდუალისტები გვყავს, თუმცა გუნდურობა არ უნდა დაიკარგოს. ლოსანო და კვარაცხელია მცველებს ხშირად ეხმარებოდნენ. ხვიჩამ ბოდიში მოიხადა 2 ეპიზოდისთვის, როდესაც თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა.

ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? არა, ასე არ არის, რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს. თქვენ აშორებთ კვარაცხელიას გუნდს და არა მე, როდესაც მუდმივად მასზე საუბრობთ და თვლით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხვიჩა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა. გოლები ყველამ გაიტანა და არამხოლოდ რასპადორიმ, ოლივეირამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა. აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. "პარტენოპეი" 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზეს" ესტუმრება.

alt"მტაცებელივით მოქმედებს - ვან გოგი? არა, კვარავაჯო" - "ნაპოლი" ხვიჩაზე

altხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონენზესთვის" მზად იქნება

altხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
ყოველგვარი ურა პატრიოტიზმის და ემოციების გარეშე. სპალეტი როგორც მწვრთნელი არ არის ხვიჩასთვის იდეალური ვარიანტი. როცა მსგავსი ტალანტი მინდის გუნდში ყველა ცდილობს ხელი შეუწყოს და უფრო ადვილად გაიხსნას მოთამაშე გაიაროს ადაპტაცია, კვარას შემთხვევაში მსგავსი არაფერი არ ხდება. სპალეტი თავისი კომენტარებით რასაც საჯაროდ აკეთებს და ალბათ პირადად უფრო მეტს ეუბნება ბოჭავს კვარას და ეტყობა კიდევაც როგორი დაძაბულია ყველა თამაშში კვარა. პ.ს. ძმებო ქართველებო ნაპილის გვერდზე გთხოვთ დავალაიქოთ კვარაზე პოსტები მაგრამ ამდენ კომენტარს ნუ ტოვებთ, ფაქტია რომ ეს აღიზიანებთ და კვარას საქმე არ გავაფუჭოთ ადამიანურად გთხოვთ ყველას.
ლაშა
05 ოქტომბერი 2022 11:30
17
ხვიჩას ასეთი შედეგიანობა არასდროს არ ქონია, სპალეტის დამსახურებაა ეს გარკვეულწილად
გურამა
05 ოქტომბერი 2022 11:41
2
სპალეტი სწორად იქცევა ჯერ-ჯერობით რომ არ არტყმევინებს პენალტს. პენალტს არ სჭირდება განსაკუთრებული ფეხი, გადამწყვეტი პენალტის შესრულება 99%-ით ფსიქოლოგიური მომზადების შედეგია, თორემ ვარჯიშზე ნებისმიერი დაბალი ლიგის მოთამაშე 10-დან 9-ს მაინც გაიტანს, მაგრამ იგივეს, იმავე მეკარის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გააკეთებს. აბა დაფიქრდით, რა წნეხი იქნება ხვიჩაზე პენალტი რომ ააცილოს. ფსიქოლოგიურად მისთვის ძალიან რთულ პერიოდში (სრულიად ახალ რეალობას ეჩვევა), საერთოდ არ არის საჭირო კიდევ დამატებითი გამოცდები და არასაჭირო წნეხი. ცოტა მოთმინებაა საჭირო, ყველაფერი ერთდროულად არ ვარგა, შეიძლება გადაიწვას ადამიანი.
დავითი
05 ოქტომბერი 2022 13:56
2
ყველა გამოხმაურება
სავარაუდოდ, იქ ზის ქართველი ჟურნალისტი და კითხვებს უსვამს პერსონალურად კვარაცხელიას შესახებ ყველა თამაშის შემდეგ. ხოდა, ამ ჟურნალისტს მინდა ვთხოვო ცოტა ხანი აღარ ქნას ასე. მესმის, რომ სტატიები მეტად კითხვადია, თუ სპალეტი პერსონალურად ახსენებს მის გვარს, მაგრამ საშინლად გამაღიზიანებელია მისთვისაც, გუნდისთვისაც და მომენტ პუბლიკისთვისაც. ასე მხოლოდ სტრესავთ და ცუდ საქმეს უკეთებთ ბავშვს.
55
05 ოქტომბერი 2022 11:26
3
მაღალი დონის სპეციალისტია და ხვიჩა მის ხელში კიდევ გაიზრდება.
გია
05 ოქტომბერი 2022 11:29
5
სპალეტი ცდილობს ოდნავ გაანეიტრალოს ის უსაზღვრო ქება-დიდება რაც ხვიჩას მისამართით მიდის და რაც უდიდესი წნეხია 21 წლის ბიჭისთვის. თქვენ წარმოგიდგენიათ, ამ ასაკში რამხელა ემოციური დატვირთვაა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნა? თან არ დაგავიწყდეთ, კვარა ხასიათით არ ჩანს ის ადამიანი, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და სჭირდება. მე, 40 წლის კაცი ვვარდები უაზრო ეიფორიაში, როდესაც ვინმე რაღაც სისულელეზე მაქებს და წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს მსოფლიო ნიაღვარი 21 წლის ბიჭისთვის. ახლავე თუ არ მოემზადა ფსიქოლოგიურად, რომ ერთ დღეს, ერთი ჩავარდნილი თამაშის ან აცილებული პენალტის გამო შეიძლება ასევე მთელმა მსოფლიომ მიწაში ჩადოს, იმ რთულ მომენტში ძალიან გაუჭირდება და, შეიძლება, კარიერადაც დაუჯდეს. მოკლედ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, პირველ რიგში კვარასთვის არის ეს აუცილებელი. ყველა დიდი სპორტსმენის წარმატება, უდიდეს ფსიქოლოგიურ მომზადებაზეა დამოკიდებული.
დავითი
05 ოქტომბერი 2022 12:58
0
ლოზანომ მოგიხადა ბოდიᲨი უამრავი მომენტი რომ გაანიავა? დი ლორენცომ მოგიხადა ბოდიᲨი პასის მაგივრად რომ დაარტყა და მომენტი გააცუდა? სიმეონემ? რასპადორიმ? ანგისამ? ნდომბელემ? რაჰმანიმ? ელმასმა? რომელი ფეხბურთელი იყენებს ყველა მომენტს? ასეᲗი ფეხბურთელი არ არსებობს. ყველაზე კრიტიკული მე ვარ ხვიᲩას მიმართ როცა ᲗამაᲨობს და Ჩემი გულის ცემა 140-ზე ადის ხოლმე, მაგრამ ამ ᲗამაᲨᲨი ყველაფერი კარგად გააკეᲗა. იმ მომენტში როცა მეკარე წინ იყო გამოსული და კვარამ დაარტყა, მე არ მეგულება ფეხბურთელი რომელიც იგივეს არ გააკეᲗებდა და 50%-ზე მეტი ვერ მოახვედრებდა ბურᲗს კარᲨი.
18 დარტყმა ქონდა Თუ არ ვცდები ნაპოლის, აქედან ხვიᲩამ ერთი გაატანინა, ერთი Თავად გაიტანა, 2 ჯერ მეკარემ აუᲦო და ერᲗხელ მილიმეტრებიᲗ ააცილა.
ბრავო ხვიᲩა ❤️❤️❤️
ბექა
05 ოქტომბერი 2022 14:50
3
სპალეტიც კი რომ ასე საუბრობს უკვე დიდი აღიარება მეორე მხრიდან რო შეხედო,
ის რასაც დღეს სპალეტი ითხოვს ხვიჩასგან არის სრულიად სწორი და ხვიჩას სუპერ ვარსკვლავად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი,
ინდივიდუალურად ხომ სუპერია ვიცით, აი გუნდურადაც სუპერი რო გახდება მერე წარმოიდგინეთ საერთოდ რეებს დაატრიალებს,
პირიქით მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ლოკალურ კონკრეტული თამაშის შედეგისთვის მარტო არ აინტერესებს და მაშინაც კი როცა 3-1 იგებენ
შუაზე იხევა შვილივთ უყვირის კვარაა კვარააა ამხელა კაცი..
ცალკე საკითხია ვინ როგორ თარგმნის სპალეტის სიტყვებს, სამი თარგმანი რო წაიკიტხო სამივე ერთმანეთისგან განსხვავდება.
სპალეტის მიზანია წელსვე ტიტულები დაიდოს, და ამას მარტო ერთი კაცი ვერ იზამს, და ვერც კვარა, მაგას ჭირდება მაგარი გუნდური თამაში. კვარა სპალეტის გულის სიღრმეში უმთავრესი ჯილაა მაგრამ საჭიროა ასე და ეს თვითონ კვარასთვისაც უკეთესია. სპალეტის ეს რეპლიკები კრიტიკა არაა ეს არის კვარას მოტივაციის არ განელების ყოველთვის ტონუსში ყოფნის მამოძრავებელი მთავარი მიზეზი. შედეგები კი ყველაფერს მეტყველებს არ დაგავიწყფეთ ჯერ კვარა ნაპოლში სულ რაღაც 3 თვეა რაც არის.
Charley
05 ოქტომბერი 2022 20:04
6
აი არ მომწონს ამ კაცის მიდგომა და რაგავაკეთო. გასაგებია რო უნდა ტალანტი მართოს ასევთქვათ და ხელიდან არგაუშვას ხვიჩაზე სადავეები. მაგრამ აი რაქნას მართლა ამ ბავშვმა მეტი? სლუცკი ტყუილს კიარ ამბობს დისნეილენდივით არის ფეხბურთი ამ ბავშვისთვის და ნუ შეუაძულებს. არ ვამბობ არ გააკრიტიკოს თქო პირიქით უნდა აკრიტიკოს მაგრამ რასაჭიროა სულ კვარას კრიტიკა როცა საუკეთესოა გუნდში და თან მარტო ამას აკრიტიკებს. რამდენ პასს არაძლევენ ტვითონ ხვიჩას მაგაზე რატოარამბობს არაფერს
ქართველი
05 ოქტომბერი 2022 11:28
11
სპალეტიმ იცის რომ, მას აკისრია უდიდესი პასუხიმგებლობა კვარას განვითარებაში. მას ეხლა აბარია, მსოფლიო დონის უდიდესი ტალანტი. ის ფიქრობს რომ ხვიჩასთვის ესე სახალხოდ კრიტიკა და შენიშვნების მიცემა, აუცილებელია ამ ეტაპზე და ალბათ ასეც არის. ჩვენ კი მშვიდად მივიღოთ ეს ყველაფერი. ვხედავთ რომ ხვიჩა უფრო ვითარდება და წინ მიდის. მშვენიერ განწყობაზეც არის და ბედნიერია იმით სადაც თამაშობს.
შოთა
05 ოქტომბერი 2022 11:24
4
მგონი ეს კაცი ცოტა დაკომპლექსებულია კვარას ფაქტორით.
ქუთაისი
05 ოქტომბერი 2022 11:37
42
მგონია რომ მაინც სულმა წასძლია რადგან პირველი გოლის გატანა უნდოდა პასი რომ არ გააკეთა. პირიქით არასოდეს აგვიანებს ხოლმე პასს.ასეთი რამ უფრო ცნობილ და გამოცდილ ფეხბურთელებსაც მოსვლიათ.ჯერ პატარა ბიჭია რა ქნას.
ხვიჩა მეტსახელად "ჯოკერი"
05 ოქტომბერი 2022 11:11
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული