"მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option

გუშინ, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 6:1 გაანადგურა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეძლო.

"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე "კვარას" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩამ იმ 2 მომენტის გამო ბოდიში მოიხადა, როცა თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა. იტალიელის თქმით, ჟურნალისტები 21 წლის გარემარბზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რაც მასზე ცუდად აისახება.

"გამარჯვება საიდან მოდის? გუნდური თამაშის გ

არეშე ჩემპიონობის მოპოვება წარმოუდგენელია. ძლიერი ინდივიდუალისტები გვყავს, თუმცა გუნდურობა არ უნდა დაიკარგოს. ლოსანო და კვარაცხელია მცველებს ხშირად ეხმარებოდნენ. ხვიჩამ ბოდიში მოიხადა 2 ეპიზოდისთვის, როდესაც თანაგუნდელებს პასი არ გაუკეთა.

ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს? არა, ასე არ არის, რადგან როდესაც თანაგუნდელი თავისუფალია და მას არ იმჩნევ, მეორე ეპიზოდში იმავეს თვითონ გააკეთებს. თქვენ აშორებთ კვარაცხელიას გუნდს და არა მე, როდესაც მუდმივად მასზე საუბრობთ და თვლით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ხვიჩა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა. გოლები ყველამ გაიტანა და არამხოლოდ რასპადორიმ, ოლივეირამ დიდებული საგოლე პასი გაუკეთა. აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. "პარტენოპეი" 9 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში, "კრემონეზეს" ესტუმრება.

alt"მტაცებელივით მოქმედებს - ვან გოგი? არა, კვარავაჯო" - "ნაპოლი" ხვიჩაზე

altხვიჩას დაზიანება? არაფერი საგანგაშო, "კვარა" "კრემონენზესთვის" მზად იქნება

altხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
მაგარი მწვრთნელია სპალეტი და კარგი ადამიანი, ხვიჩასგან სერიოზულ ფეხბურთელს დააყენებს თუ დაუჯერებს, ვინისიუსი რეალში რომ მოვიდა ხვიჩაზე მეტ დრიბლინგს აკეთებდა, მაგრამ შედეგი იყო ნული იმიტომ რომ პასი არ იცოდა, რეალი გაყიდვასაც უპირებდა,დღეს სულ სხვა ვინისიუსი ჰყავს რეალს, დრიბლინგი, პასი და გოლი სამივე ათვისებული აქვს, ეს უნდა ზუსტად სპალეტის რომ დროული პასი ასწავლოს ხვიჩას და როგორც ფეხბურთელი უფრო დახვეწოს
მამუკა
05 ოქტომბერი 2022 23:05
5
ე.ი შენი აზრით ხვიჩა "დაუყენებელი" ფეხბურთელია ? გუშინ დაიწყო თამაში?
დავით 67
06 ოქტომბერი 2022 03:46
0
ხშირ შემთხვევაში მწვრთნელებს ფეხბურთელები ხდიან პოპულარულებს. რომ არა ბენი მაკარტნი,როცა მან მანჩესტერს ბოლო წუთებზე გაუტანა და პორტუ ფინალში გაიყვანა,დღეს მაურინიოს გვარი არავის ეცოდინებოდა. სპალეტის უკვე არ სჭირდება პოპულარობა, მაგრამ ისიც ხომ იცის რომ გადამწყვეტ მომენტში ვარსკვლავები იგებენ თამაშს. აქ როგორც ზოგს ჰგონია, თითქოს მას ვინმესი შურს, მე ასე არ მგონია . ის უბრალოდ ეგოისტურად უდგება ნიჭიერ ფეხბურთელებს. მას უნდა რომ მისი ხელი ეტყობოდეს გუნდს. ყველამ ვიცით რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, მაგრამ ყველა ფეხბურთელს თავისი ადგილი აქვს. მისმა მოწოდებამ ხვიჩაზე უკან დახევამ, კინაღამ სერიოზული ტრამვა მიაღებინა.გასაგებია რომ ტრამვა ყველგან შეიძლება მიიღო, მაგრამ ხვიჩას რა უნდა დაცვაში? ერთი ბურთის სხვაობით იგებდა გუნდი თუ ბოლო წუთები იყო. არ ვიცი მე არ მომწონს სპალეტის დამოკიდებულება ხვიჩასადმი.რა საჭირო იყო ამ ბოდიშის მოხდა საჯაროდ გამოეტანა. ბოლოს თუ დააკვირდით როცა უკვე 5-1იყო და შეცვლაზე შემოსულებს ყველას თვითონ უნდოდათ გაეტანათ. არავინ პასს არ იძლეოდა საჯარიმოში. იმათმა არ მოიხადეს ბოდიში? ან საერთოდ ფეხბურთში ვის რაში სჭირდება ბოდიშობანა. მესმის როცა კაცს ძალიან ეუხეშე მაშინ.
დავით67
05 ოქტომბერი 2022 19:07
4
Me ar vetanxmebi im azrs rom titqos aseti saubrebit icavs spaleti xvichas, ubralod spaletis gamokvetili lideri ar uyvars rogorc gvardiolas, spaleti chemshi namdvilad ar iwvevs simpatiebs geniosis saxes ighebs da xvichas akritikebs. pepmac veraferi rom ver moigo imitom iyida halandi, bodishis moxdaze tu midgeba saqme mtel gunds bodishi aqvs mosaxdeli xvicha mteli tamashi 7jer sheexo burts goli gaitana da sagolec, bevri ityvis spaletize meti icio magram spaleti araa ancheloti da fergiunsoni , tu aseti magari iyo amdeni wlebia ra moigo. Xvichas magrad akompleqseben, gushin vgijdebodi ramden momentshi ar ardzleven pass, bodishi qartuli shrifti ar maqvs.
Ggg
05 ოქტომბერი 2022 15:52
8
მართალია სპალეტის დამსახურებაა ხვიჩას შედეგიანი თამაში, მაგრამ ბევრს ლაპარაკობს საჯაროდ რასაც არ უნდა ლაპარაკობდეს მწვრთნელი, ჩემი აზრით ეშლება.
ირაკლი
05 ოქტომბერი 2022 12:45
6
Ertxel ki 1-1 ze,magram meored rodis unda mieca? Nu ar vici spaleti an supermotamashes gaxdis kvaras an magrad utkdeba masze magrad xvichas rom aqeben da sukvelas kvara rom akeria pirze...
Givi
05 ოქტომბერი 2022 13:13
2
აი ზუსტად მაგ "ზედმეტმა გუნდურობამ" მოკლა ფეხბურთის სანახაობრივი დონე. დღევანდელ ფეხბურთში საჭიროა მეტი იმპროვიზაცია, კაცის მოტყუება, დრიბლინგი, შორიდან დარტყმები და ა.შ. და არა უაზრო პასები წინ და უკან მარჯვნივ და მარცხნივ. ზოგადად ფეხბურთელი კუთხურის ხაზთან რომ მივა და მოედნის ცენტრისკენ პასს დააბრუნებს, სწორია? სრული თავისუფლება სჭირდება ხვიჩას და არა რაღაც ჩარჩოებში მოქცევა.
nika
06 ოქტომბერი 2022 06:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული