"კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ" - გიორგი კეკელიძე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრა შემოგვთავაზეს და ჩემპიონთა ლიგაზე ამჯერად სახელოვანი "აიაქსი" არ დაინდეს (6:1). ქართველი გარემარბის თამაშის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა. "კვარას" შესახებ მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი კეკელიძე "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

Sportall.Ge

"კვარაცხელიას ფენომენმა იოლად შეგვახსენა, რომ საფეხბურთო ქვეყანა ვართ. მანამდეც ვიყავით, განა არა, უბრალოდ მივიწყებული გვქონდა და თითქოს მოლოდინიც გამცვდარი. ხვიჩას გამოჩენა მხოლოდ საფეხბურთო საშველი როდია - არაერთი ემიგრანტი მწერს, რომ სიამაყის გრძნობა დაუბრუნდათ და ხმამაღლა ამბობენ საკუთარი, მრავალჭირნახული ქვეყნის სახელს. მინდა დიდი წარმატება და სტაბილური კაშკაში ვუსურვო.
ძნელი საქმეა, მაგრამ მიიღწევა, თუ შრომა და ნებისყოფა იქნება."

შეგახსენებთ, ნეპოლური კლუბი უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე უდანაკარგოა, ბურთების ბალანსი კი 13:2-ზე აქვს. 

altხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
საფეხბურთო ქვეყანა ნამდვილად არ ვართ ეგ ზედმეტი ნათქვამია.ერთი ორ ტალანტზე დაყრდნობით ეგ ვერ მოხდება როცა დანარჩენი გუნდი ზარმაცი და ლოთია
გიორგი
20:49 06-10-2022
2
ეროვნული ჩემპიონატში ხალხი რომ არ დადის მათი ბრალი არ არის ჩემი მოკრძალებული აზრით. ფეხბურთი ვისაც უყვარს, უყვარს იმის გამო რომ უფრო ლამაზი სანახაობაა სხვა სპორტთან შედარებით. და ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც მუდმივი, რუტინული პროცესია, ზოგადად ლამაზი სანახაობა უნდა იყოს, რომ ხალხმა სტაბილურად იაროს (გამონაკლისად ცუდი თამაშები ყველგანაა).
განსხვავებული შემთხვევაა, როცა სხვა ქვეყნის გუნდს ვეთამაშებით, აქ ჩემი აზრით ჩვენი დონის ქვეყნისთვის მთავარი შედეგია და მერე სანახაობა.
შეტევა
09:46 06-10-2022
0

სიახლეები პოპულარული