Daily Express: "ჩელსის" კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერისას უპირატესობა აქვს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სტატია პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ, "დეილი ექსპრესმა" მიუძღვნა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

"ჩელსის" ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო უპირატესობა აქვს. მან ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული თამაშით "მარადონას" მეტსახელი დაიმსახურა და პრემიერლიგის გუნდებს მომავალში ხელში ჩასაგდებად, ბრძოლის გარდა, სხვა არჩევანი არ დაუტოვა. საქართველოს ნაკრების წევრი პროგრესირების ამჟამინდელი ტემპით შეიძლება მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი გახდეს, რადგან დაცვის გარღვევას როგორც ევროპაში, ასევე კონტინენტური ევროპის სტადიონებზე აგრძელებს.

კვარაცხელია "ნაპოლიმ" 9 მილიონ ფუნტად შეიძინა და როგორც ჩანს, თუ მის გაყიდვას დათანხმდება, შეუძლია კიდევ ერთი ტრანსფერი განსაცვიფრებელ
ფასად განახორციელოს. 21 წლის ქართველმა, რომელმაც "ლივერპული" ნაწილებად დაშალა, მოწოდების სიმაღლეზე იყო სამშაბათს, როდესაც "ნაპოლიმ" გამაოგნებელ მატჩში "აიაქსი" ამსტერდამში 6:1 გაანადგურა.

საინტერესოა, რომ, როგორც ამბობენ, მაღალრეიტინგული ფეხბურთელის შეძენაზე ზაფხულში "ტოტენჰემმა" და "ლიდსმა" უარი თქვეს, მაგრამ თუ კვარაცხელიამ ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით თანმიმდევრითობისა და პროდუქტიულობის დონე შეინარჩუნა, სულ ცოტა ხნის შემდეგ პრემიერლიგის კლუბები ისევ დაუკავშირდებიან. ახლა ირკვევა, რომ თუ ოდესმე ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდებიან, ინგლისის "დიდი ექვსეულის" გუნდებიდან "ჩელსის" ნაკლებად სავარაუდო უპირატესობა ექნება.

სოციალურ ქსელებში "ამოტივტივდა" სურათი, რომელზეც კვარაცხელიას ბავშვობაში "ჩელსის" 2006-07-ის სეზონის მაისური აცვია, რაც გვაფიქრებინებს, რომ პატარაობიდანვე ლონდონური გუნდის გულშემატკივარი გახლდათ. "ჩელსი", გრემ პოტერის ხელმძღვანელობით, რევოლუციური ცვლილებებისთვის შეტევის გასაძლიერებლად ახალ ფეხბურთელებს ეძებს და "მილანის" თავდამსხმელ რაფაელ ლეაუს სამსახურით დაინტერესდა. ლონდონური კლუბი ყურადღებით აკვირდება სერია A-ს, სადაც უკანასკნელ ხანს მაღალი კლასის ფორვარდები გამოჩნდნენ და მათ შორის პირველ რიგში ლეაუ და კვარაცხელია არიან".

მკითხველის კომენტარები / 24 /
მხოლოდ რეალი
ლაშა
06 ოქტომბერი 2022 03:59
12
ჩელსი არის რუსული "საცეცი". მოქმედებენ იმენა რუსების დაკვეთით. გასაფუჭებლად და კარიერის დასანგრევად იტყუებენ ფეხბურთელებს მანდ რუსული ინტერესების საწინააღმდეგოდ ვინც თამაშობს. შევჩენკომ მოასწრო მილანში ეპოქის შექმნა სანამ ჩელსიში დაატორმუზეს. ლუკაკუს რა უქნეს სულ ნერვები უშალეს ენაგლნენ დასამცირებლად გუნდის პოსტერზე ძალიან პატარა გამოსახეს, იმიტომ რომ რუსეთს რაც უქნა ბოლო მსოფლიოზწ ლუკაკუმ ვერასდროს რომ ვერ გამოიღებენ მსოფლიოზე რომ ი@მარა ლუკაკუმ მაგიტომ სასწრაფოდ ჩელსიში ჩაათრიეს და რუსული "სამაგიეროს" გადახდას ეცადნენ. ჩელსის დანიშნულება არის ის რომ თუ გამოჩნდება პერსპექტიული ქართველი ტალანტი, მაგათმა უნდა დაასწროს ყველა სხვა გრანდებს უნდა ჩაყლაპონ და მორჩა ჩაალპონ
125
06 ოქტომბერი 2022 01:31
26
სასწრაფოდ სხვა სპორტზე გადადი
საქართველო
06 ოქტომბერი 2022 08:38
0
გეყოფა ეს მარაზმი მთელი ეპოქა შექმნა და 2 ლიგა მოიგო , წადი ლელოს პარტიას უგულშემატკივრე
ჩელსი
06 ოქტომბერი 2022 07:05
2
ჟილბერტ შენ საიდან იცი წალენჯიხაში რაცნახა ის აცვიაო დაზუსტებით რომ ამბობ
Jek
05 ოქტომბერი 2022 23:55
5
კომენტარს რომ დატოვებ რას დაწერ ის გაიაზრე წალენჯიხაში რაც ნახა ის ჩაიცვა საიდან იცი ეს დაზუსტებით რომ ამბობ ..
Jek
05 ოქტომბერი 2022 23:51
4
პრემიერლიგა ყველაზე ყურებადი ყველაზე რეიტინგული ჩემპიონატია. კარგი იქნება
კახა
05 ოქტომბერი 2022 23:29
12
ეჰ ინგლისელებო თქვენ რაც გინდათ იმას ყიდულობთ და იცვამთ, ჩვენ რისი საშუალება გვაქ იმას!! სამაგიეროდ ამერიკაზე დიდი ხნის ხე გვაქ :))) და დედა რუსეთი გვპატრონობს მილიარდერ კაცური კაცთან ერთად
giorgi
05 ოქტომბერი 2022 22:21
35
მაგ ჭკუაზე ახლა კვარაცხელია ნესტიან და ღრუბლიან ლონდონში გაცვლის ნეაპოლის სამხრეთის მზეს.. :დ სერია ა-დან მხოლოდ ლა ლიგას სუპერ კლუბები - ესაა მიზანი!
ქუთაისელი
05 ოქტომბერი 2022 22:17
5
ჩელსის ფანი კი არა,რაც წალენჯიხაში ნახა ის ჩაიცვა.
ჟილბერტო
05 ოქტომბერი 2022 21:59
4
ბოდიში,ლაიქის ნაცვლად დისლაიქზე დამეჭირა
ზვიადი
06 ოქტომბერი 2022 11:24
1
ჩელსის და პრემიერლიგის დედა ... რა ინგლისი, რის მახაჭყალა
ლაშა
05 ოქტომბერი 2022 21:40
6
რა უნდა კვარას დოღლიგაში (მინუს ჰალანდი და ერთი ორი კაცი,დანარჩენი ერთი ცენზურაა გაპიარებული უილაჯო ხალხი და გუნდები) თუ ფულის შოვნა უნდა ყატარი და ემირატები სად გაიქცევა
ნიკო
05 ოქტომბერი 2022 22:28
4
ჩელსის არა და არასოდეს!!!!
G.LA
05 ოქტომბერი 2022 21:39
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული