კვარაცხელია-ლოჩოშვილის დაპირისპირება არ შედგება? - ხვიჩა სერია A-ს შემდეგ მატჩს გამოტოვებს?

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, იტალიის სერია A-ს შემდეგ ტურში სათადარიგო სკამზე იყოს. 

როგორც იცით, კალჩოს მორიგ ტურში ჩვენებურების დაპირისპირება შედგება, ხვიჩას "ნაპოლი" ლოჩოშვილის "კრემონეზეს" სტუმრობს. 

მოგეხსენებათ, "კვარამ" დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" დაპირისპირებაში მიიღო. "კორიერე დელა სპორტის" ცნობით, ნეაპოლელთა სამედიცინო შტაბი ხვიჩას მდგომარეობას შეისწავლის და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებენ. 

"კრემონეზესა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 9 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 23 /
კვარა, დასვენება ზქლაშიც გვეყოფა!
ახლა ტიტულების დროა.
ირაკლი
12:44 07-10-2022
1
კვარა, ძალიან გთხოვ რომ სპალეტის უთხრა რათა დაგასვენოს ან ბოლოში შემოგიყვანოს! 12 ოქტომბერს ნეაპოლში სპეციალურად შენთვის მოვდივარ ლიგის თამაშზე დასასწრებად და მეშინია, კრემონეზესთან ტრავმა არ გაგიმიზეზდეს
Kvaracxelia-s
22:56 06-10-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული