"ზურიკოს თამაშიდან ეს აუცილებლად უნდა გამოვყოთ" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავითაშვილზე საუბრობს

AutoSharing Option
"ბორდოს" ყოფილმა თავდამსხმელმა ჟან მარკ-ფერატმა "ლავალისა" და "ბორდოს" დაპირისპირების შემდეგ (1:2) ჟურნალისტებთან ისაუბრა და ჟირონდელთა ქართველი ახალწვეული ზურიკო დავითაშვილი შეაქო. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, ზურიკომ გუნდს დინამიკა შემატა.

"დავითაშვილის შესახებ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ქართველმა შეტევას დინამიკურობა შემატა, მუდამ წინსვლასა და მომენტის შექმნას ცდილობს, "ლავალის" დაცვას პრობლემები შეუქმნა და გამარჯვების გოლის გატანაში დიდი წვლილი შეიტანა. დევიდ გიონს გუნდის დაკომპლექტებასა და ფეხბურთელების არჩევანში თავისუფლება აქვს, ვფიქრობ, მისი იდეები და ხედვები მოედანზე კარგად ჩანს" - განაცხადა ჟან მარკ-ფერატმა.

ზურიკოს "ბორდო" საფრანგეთის ლიგა
2-ს 20 ქულით "ამიენთან" ერთად ლიდერობს, თავად დავითაშვილის ანგარიშზე 2 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასია, ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს, გიორგი მიქაუტაძის "მეცის" წინააღმდეგ გამართავენ.

alt"ყველაფერს გავაკეთებ, რათა "ბორდო" ლიგა 1-ში დაბრუნდეს" - ზურიკო დავითაშვილის ინტერვიუ ფრანგულ კლუბთან

მკითხველის კომენტარები / 8 /
ადმინებო დღეიდან ვიზრუნოთ როგორ ვუყუროთ ზურიკოს და მიქაუტაძის თამაშშს ზეგ !
zura222
18:02 06-10-2022
0
ალბათ მანდ მოუმატებს და დაიხვეწება, გადაეჩვევა მარტო თამაშსაც რაც გიბრალტარტან კარგად ვნახეთ და არ იყო კარგი საყურებელი და კვარას რატომ ადარებთ ვერ ვიგებ? სულ სხვა კომპლექცია და სათამაშო სტილი აქვს,ორი ძალიან განსხვავებული ფეხბურთელია,ზურიკოს უფრო შეუძლია მარადონობა ვიდრე კვარას ტანიდან გამომდინარე და ბავშვობაში ვინ უფრო მეტს იტანდა მაგას რა აზრი აქვს დღეს? კვარა დღეს უკვე მსოფლიომ აღიარა და მისი სახით კარგი მაგალითი აქვს ყველა ახალგაზრდას და მათ შორის ზურაბსაც.
გია
17:47 06-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული