ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროტურნირების მესამე ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა და თავი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა.

ევროპა ლიგა

„შტურმი“ გრაცში „ლაციოს“ უგოლოდ გაეყარა. მასპინძელთა გუნდში 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ოთარ კიტეიშვილი. „შტურმი“ F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ლაციოს“ რომში დაუპირისპირდება.

„ცრვენა ზვეზდამ“ ბელგრადში 4:1 დაამარცხა „ფერენცვაროში“. ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა) და გიორგი ხარაიშვილი (ფერენცვაროში) განაცხადში არ იყვნენ.

„ყარაბაღმა“, რომლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი მწვრთნელმა კვლავ სათადარიგოთა შორის დატოვა, პირეოსში „ოლიმპიაკოსი“ 3:0 დაამარცხა.

კონფერენს ლიგა


„ლეხი“ სახლში „ჰაპოელს“ დაუზავდა - 0:0. პოზნანელთა
რიგებში 61-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. „ლეხი“ C ჯგუფში 4 ქულით მეორე პოზიციაზეა და 13 სექტემბერს ბეერ შევაში „ჰაპოელს“ შეხვდება.

„სლოვანმა“ H ჯგუფში შვეიცარიაში მოულოდნელად 2:0 სძლია ლიდერ „ბაზელს“. პირველ ტაიმში ბრატისლაველებმა ორივე გოლი გიორგი ჩაკვეტაძის პასებით გაიტანეს - 35-ე წუთზე ლუკას პაუშეკმა და 45+1-ეზე ალეკსანდარ ჩავრიჩმა. გიორგიმ 59-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ხოლო გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანი“ 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ბაზელს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
კანკავა დააბრუნეთ ნაკრებში! მინიმუმ კიდევ 2 წელი ითამაშებს ევროპაზეც გავალთ და მერე წავიდეს..
რიკი
07 ოქტომბერი 2022 05:29
4
Kvara dzalian magaria,magram chakve ra eleganturad tamashobs da atkuebs fexburtels,gushin statia wavikitxe kvaras da qinqladzis shedareba iko,chemi azrit chakve ufro gavs qinqis tamashis stilit,jamrteloba minda vusurvo bichebs da kidev bevri sixaruli mieniwebinot qartveli gulshematkivrebistvis...
Givi
07 ოქტომბერი 2022 10:12
5
Პირველ რიგში გიოს გამოჯანმრთელებას და თავის ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას ვუსურვებ.რის შემდგომ ტოპ ლიგა და გუნდიც გარანტირებული ექნება.ღმერთმა გვიმრავლოს ჩაკვე და კვარას დონის ფეხბურთელები.ამათი თამადობით ჩვენ ნაკრებს ბევრი წარმატებები ელოდება.გავუფრთხილდეთ ამ ოქროს ბიჭებს და შედარებებისგან თავი შევიკავოთ
gio gio
07 ოქტომბერი 2022 10:50
0
აი ეს კაცი აკლია ნაკრებს ხვიჩა კარგია მარა ჩაკვე სხვა დონეა
DATO
07 ოქტომბერი 2022 11:45
12
ჩაკვე რომ ჭირდა ნაკრებს ამაზე ორი აზრი არაა, მარა ხვიჩა კარგია და ჩაკვე სხვა დონეა რას ნიშნავს, ანუ კვარა უფრო დაბალი დონეა?დდდდდდდდდდდდდდდდ
რრრ
07 ოქტომბერი 2022 11:57
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული