რუსებს იმედები გადაუწურეს - უთხრს, რომ ხვიჩა მათ ქვეყანაში აღარასდროს დაბრუნდება

AutoSharing Option
იტალიელი ორესტე ჩინკვინი რუსეთის საფეხბურთო წრეებში კარგად არის ცნობილი. ის ჯერ ეროვნულ ნაკრებში ფაბიო კაპელოს ასისტენტი იყო, შემდეგ - "ზენიტის" მწვრთნელი და ამავე კლუბის სპორტული დირექტორი.

რუსი ჟურნალისტები მას დაეკითხნენ, ევროპულ ტურნირებზე დაბრუნების შემდეგ არის შანსი თუ არა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სათამაშოდ რუსეთში კვლავ გადავიდეს. 

"შესაძლოა, ევროპულ ტურნირებზე დაბრუნების შემდეგ რუსეთში კარგი მოთამაშეები კვლავ ჩამოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ხვიჩა კვარაცხელიას არ ეხება.

ის არასდროს დაბრუნდება რუსეთში. ვფიქრობ, ქართველი კარიერას ისევ იტალიაში ან სადმე ევროპაში გააგრძელებს", - ამბობს ჩინკვინი.
მკითხველის კომენტარები / 15 /
არადა რუბინიდან რომ წამოვიდა ხვიჩა, კარგია წავიდეს რუს ახალგაზრდებს ადგილი გამოუნთავისუფლოსო!!! ესეც კი დაწერა ისტერიკულად ერთმა რუსმა. 3 ძახილის ნიშნით ზუსტად . ხოდა გყავდეთ ეგ რუსი ახალგაზრდები მანდ ჭაობში ეხლა, დაალპეთ რუსეთში თუ კაია. რუბინ მოიკაზე მანქანები ვიღაცამ ხომ უნდა გარეცხოს
Rubin moika
08:37 08-10-2022
1
რაის ევროპა რაის ტოპ-ლიგა რაის ჩემპიონთა ლიგა... აგერ არ ჯობია "რუბინ მოიკაზე" ტკბილ ღრუსეთში. ბრილიანტი საღორეში
Drogba
08:20 08-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული