ისე არ გამოვიდეს, ეს წერილი საქართველოს ნაკრების ექსთავკაცის ქებისთვის იწერებოდეს, მაგრამ ვაისის დამოკიდებულებები და ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი
თუკი თავდაპირველად ჩაკვეტაძეს ფლანგზე ვხედავდით, ბოლო მატჩებში მოედნის შუაში თამაშის "დამლაგებელი" გიორგი ვიხილეთ, რომელმაც შვეიცარიულ "ბაზელთან" ორ შეხვედრაში 3 საგოლე პასი შემოგვთავაზა და მუდმივად თამაშის გამწვავებას ცდილობდა. ისე ჩანს, ბრატისლავურ გუნდში ის ახლა გამორჩეულად მაღალი დონისაა და მისი დიდი დამსახურებაცაა, "სლოვანმა" ფავორიტთან 4 ქულა რომ მოიპოვა.
პირველ დაპირისპირებაში გიორგი მოედნიდან დაზიანების გამო გავიდა, არადა, ის 90 წუთს უკვე თავისუფლად თამაშობს. შესაბამისად, ფსიქოლოგიურთან ერთად, ფიზიკურადაც უკეთესად გამოიყურება. აქამდე თითქოს რისკს უფრო ერიდებოდა, "ბაზელთან" კი ძველებურად თამამი ვნახეთ. წინა შეხვედრაში ტრავმამ კი ერთხელაც დაგვზაფრა - ამ ბიჭმა ხომ მის გამო ისედაც ბევრი დაკარგა.
გოლი - აი, რა სჭირდება ახლა "ჩაკვეს", რათა ყველაფერი ძველებურ კალაპოტში დაბრუნდეს. ის ართმევისა და ჩაშლის ნაწილშიც გაცილებით კარგად გამოიყურება, ვიდრე თუნდაც ბელგიურ "გენტში" გვინახავს.
ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ არსებულ ტაქტიკასა და კონკურენციაში გიორგი ჩაკვეტაძის საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაში რთული იქნებოდა, თუმცა, თუკი გიომ ასე გააგრძელა, ვილი სანიოლს (რომელიც ფეხბურთელს ასევე მხარს უჭერს) იმის ფუფუნება ნამდვილად არ ექნება, ერთ დროს "ჯვაროსნების" ლიდერმა პირველივე წუთებიდან არ ითამაშოს.
როცა ჩაკვეტაძის სწრაფ და შედეგიან აკლიმატიზაციაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, ამაში საკუთარი წვლილი გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას არ ჰქონდეთ, რომლებიც თავის მხრივ, მშვენივრად გამოიყურებიან. უკანასკნელი სანაკრებო მატჩებისას საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თქვა, რომ "ჩაკვე" ძალიან მშრომელი ფეხბურთელია, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობსო.
ჩაკვეტაძე ის კაცია, "ბაიერნი" და "ბარსელონა" რომ აკვირდებოდნენ. შესაბამისად, სლოვაკეთის ჩემპიონატი მისი მაქსიმუმი ვერ იქნება, თუმცა ახლა რაც ხდება, ძალიან კარგი და სასიამოვნო ამბის საწყისი უნდა იყოს.
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
"მკვდრეთით აღვდექით" - ვაისმა ჩაკვეტაძესა და გამარჯვებაზე ისაუბრა