ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Calcio Napoli 24 Live-ს ეთერში განაცხადა, რომ "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასს გაუზრდის.
სკოტოს თქმით, ქართველთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება დაიწყება, ვინაიდან მისი სეზონური ანაზღაურება 1 მილიონი ევროა და ამიტომ არაა გამორიცხული, სხვა კლუბებმა (მაგალითად ჩელსიმ) გადაბირება სცადონ.
ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ სეზონის ბოლოს ნეაპოლური კლუბი ხვიჩასთან თანამშრომლობას ერთი წლით გააგრძელებს, რადგან 1 მილიონი "სახიფათო თანხაა" და გასამრჯელოს გაუორმაგებს.