"კვარაცხელიას "ნაპოლი" კონტრაქტს გაუგრძელებს და გასამრჯელოს გაუზრდის" - მიზეზი ჟურნალისტმა განმარტა

AutoSharing Option
ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Calcio Napoli 24 Live-ს ეთერში განაცხადა, რომ "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასს გაუზრდის.

სკოტოს თქმით, ქართველთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება დაიწყება, ვინაიდან მისი სეზონური ანაზღაურება 1 მილიონი ევროა და ამიტომ არაა გამორიცხული, სხვა კლუბებმა (მაგალითად ჩელსიმ) გადაბირება სცადონ.

ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ სეზონის ბოლოს ნეაპოლური კლუბი ხვიჩასთან თანამშრომლობას ერთი წლით გააგრძელებს, რადგან 1 მილიონი "სახიფათო თანხაა" და გასამრჯელოს გაუორმაგებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა გაორმაგება ყველა შეტევა კვარას გავლით ხდება. :@
ილია
23:32 07-10-2022
0
თუ ჟურნალისტი არ ჭორაობს, გაორებული გრძნობა მრჩება - ერთი მხრივ, კონტრაქტის გაგრძელება და ხელფასის გაზრდა სამართლიანია. თუმცა, მეორე მხრივ, საჭიროა კი კონტრაქტის გაგრძელება (ხვიჩას მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში) როდესაც ისედაც გრძელვადიანი აქვს გაფორმებული?! ან რატომ ხელფასის გაორმაგება და არა გასამმაგება (კვარას დაბალი ხელფასიდან გამომდინარე)? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეშმაკობენ "ნაპოლი"-ს შეფები - დაბალხელფასიანი ფეხბურთელი, რომელსაც საკმაოდ მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს, სურთ საკმაოდ დიდი ხნით დაიტოვონ და თანაც ამ დიდი ხნის განმავლობაში შედარებით მცირე ხელფასი უხადონ! მე ვფიქრობ, კვარამ არ უნდა იჩქაროს ...
fani
02:16 08-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული