"ჩემი პირველი სიყვარული და კერპი გუტი იყო! მინდა, სკუდეტოც და ჩემპიონთა ლიგაც მოვიგო!" - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

AutoSharing Option
corrieredellosport-მა "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ჩვენებურმა სკუდეტოზე, ლუჩიანო სპალეტიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან ძლიერი მოთამაშებიით, ერთიანი გუნდი ვართ. ვფიქრობ, თუ ასე გავაგრძელებთ, იმაზე მეტს მივაღწევთ, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.

ჩემთვის ყოველი ტიტული და ყოველი გამარჯვება ახდენილი ოცნებაა. ამსტერდამში, ისევე როგორც მარადონას სტადიონზე ვთამაშობთ, შესანიშნავად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მიწევს, ამიტომ ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვშრომობ. ჩემთვის ერთი რამ ცხადია - მინდა, რომ უმაღლეს დონეს
მივაღწიო!

ზედმეტსახელი "კვარადონა"? - ამ საკითხზე ბევრს არ ვფიქრობ. ეს უბრალოდ შეუძლებელია... მარადონა ყველაზე და ყველაფერზე უფრო დიდია...

უბრალოდ ბედნიერი ვარ როგორც მომმართავენ - "კვარა" და მორჩა, სულ ესაა...

სპალეტისთან ურთიერთობა? - შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელია. ის მიყურებს გარედან და მეუბნება რა შეცდომებს ვუშვებ, რა ასპექეტში მაქვს გამოსასწორებელი თამაში, რაც ძალიან მეხმარება.

ის ნამდვილი მასწავლებელია და მასთან ერთად გაუმჯობესება კიდევ უფრო შემიძლია.

რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგება უდიდესი ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს შორის არჩევანი? - მინდა, ორივე მოვიგო!

ჩემი ბავშვობის იდეალი კრიშტიანო რონალდოა. ჩემი პირველი სიყვარული კი მადრიდის "რეალიდან" გუტი იყო. თბილისში ბავშვები ვთამაშობდით თეთრი მაისურებით, სადაც ჩემივე ხელით მაისურზე გუტის სახელი მქონდა დატანილი.

მთავარი მოწინააღმდეგე სკუტედოს ბრძოლაში? ბევრი ძლიერი გუნდია, ამიტომაც ძალიან რთული იქნება... "მილანი", "ინტერი", "იუვე", "ლაციო", "რომა", "ატალანტა", "უდინეზემაც" მშვენივრად დაიწყო სეზონი.

ოჯახი თითქმის ყოველთვის აქ არის ჩემთან ერთად. მშობლები და ორი ძმა, ერთი უფროსი, ერთიც უმცროსი. 

უმცროსი ძმა თორნიკე საქართველოში ფეხბურთს თამაშობს და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდის. ერთ დღეს ისიც "ნაპოლიში" რომ გადმოვიდეს?! - რატომაც არა!

ჩემი შეყვარებული? ის თბილისში ცხოვრობს და სწავლობს და ზოგჯერ ჩემთან ჩამოდის.

ლოჩოშვილი? ჩვენ "დინამოში" ერთად ვთამაშობდით, ბავშვობის მეგობრები ვართ, ახლა კი ეროვნულ ნაკრებში ვასპარეზობთ. ძალიან მიხარია აქ მისი ნახვა, მაგრამ მის წინააღმდეგ თამაში არა...

ნეაპოლი? აქ სპორტულ ცენტრთან ახლოს ვცხოვრობ და სიმართლე გითხრათ, ქალაქი ჯერ ისე არ დამითვალიერებია, როგორც მსურს, მაგრამ რაც ვნახე, შესანიშნავია. არაჩვეულებრივი, თბილი ხალხი ცხოვრობს... ზუსტად ისეა, როგორც მითხრეს...

ასევე ძალიან კარგად იკვებებით. მაკარონი საქართველოშიც ძალინ მიყვარდა და ამ მხრივაც აქ იდეალურად ვგრძნობ თავს", - ამბობს "კვარა". 


altკვარაცხელია სასტარტოში სეზონში მეორედ არ დაიწყებს? - ქართული დუელის მოლოდინში

მკითხველის კომენტარები / 33 /
მე არასოდეს ვყოფილვარ რეალის გულშემატკივარი, იმიტომ მთელი ცხოვრება ბარსას ვქომაგობ. მაგრამ კვარას გულისთვის რეალსაც შევიყვარებ
გიორგი
08 ოქტომბერი 2022 15:08
3
ცეცხლოვანი კვარა, აბა სხვას რა უნდა ნიშნავდეს კვარა ცხელია ?!
ალექს
08 ოქტომბერი 2022 15:16
1
კარგად მახსოვს გუტი განსაკუთრებით ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა და ბევრჯერ ულიდერა გუნდს. თქვენ რომ გკითხონ არც სანიოლი იყო კარგი ფეხბურ თელი არც ჯერარდი არც ნისტელროი არც ვან ბასტენი არცკი გაგეგონოთ დაეტიე ტყავში ვისაც ვინ უნდა ის მოწონდეს მე გელა კეტაშვილი მევასებოდა და მაგრად დამწყდა გული.
კახა
08 ოქტომბერი 2022 15:28
0
უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!
ვახო...
08 ოქტომბერი 2022 19:04
0
ფეხბურთში მთავარი არის გოლი.
მგონი აქ დაავიწყდათ ეს ჭეშმარიტება :)
წხლა მესის გოლები არ ეტანა რას უტყოდიყ შემოქმედია და გოლის გამტანს მირჩევნიაო? :)
ჰალანდი ძალიან ძლიერია მაგრამ რათქმაუნდა რონის დონეზე ვერ ავა ვერასადროს. არ აქვს ქარიზმა და ის რის გამოც ხალხი შეიყვარებს
Las
08 ოქტომბერი 2022 20:15
18
მესი შემქმნელიც არის და შემოქმედიც. ეგ უნიკალური მოვლენაა და სილამაზეა, ხელოვნებაა, რასაც მესი აკეთებს.
ვწუხვარ, რომ ჩემი კომენტარი უმრავლესობამ ამასწორად გაიგეთ.
0:0 რომ მთავრდება ისეთ თამაშებზე ვგიჟდები და გოლების გატანის წინააღმდეგი ვართქო სად დავწერე? :))

გოლების გამტან და სტატისტიკაზე დაგეშილ ფეხბურთელებს, ყოველთვის მირჩენია, ის ვინც ლამაზად ქმნის საგოლე მომენტს და თუნდაც სხვას ატანინებს.
არვიცი რაიყო აქ გაუგებარი.
Skeleton
08 ოქტომბერი 2022 22:39
7
ბატონო კობა, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი არგუმენტირებული ტექსტიდან არასწორი აზრი გამოიტანეთ, სად დავწერე, რომ 0:0 დასრულდეს თამაშები და გოლი არავინ გაიტანოსთქო აბა?
გოლს რომ ქმნის ის ფეხბურთელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკვე შექმნილის გამტანითქო ეგ დავწერე. შექმნა სხვა არის და შესრულება სხვა.
მაგალითად ლივერპულთან სიმეონეს გოლი მთლიანად ხვიჩამ შექმნა, სიმეონემ მხოლოდ ფეხი დაახვესრა უკვე შექმნილს. ტაბლოზე ვისი გვარიც არის ალბათ ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შემქმნელი? :)
შემქმნელი თავადვე რომ ასრულებს ეგ კიდე მთლად უკეთესი. ცუდია, რომ ასე უნდა ავხსნა, რადგან გაგების პრობლემა არსებობს!

და კიდევ,ჩამოყალიბებული ვარსკვლავი ამბობს ზუსტად, რომ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ვინც იმას ამბობს, უკვე ყველაფერი ვიცი და საკუთარი თავი ამოვწურეო, იმის ვარსკვლავობის რა მოგახსენოთ :))
იმედია გასაგებ ენაზე ავხსენი.
წარმატებებს გისურვებთ!
Skeleton
08 ოქტომბერი 2022 19:36
0
კარგად მახსოვს გუტი განსაკუთრებით ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა და ბევრჯერ ულიდერა გუნდს. თქვენ რომ გკითხონ არც სანიოლი იყო კარგი ფეხბურ თელი არც ჯერარდი არც ნისტელროი არც ვან ბასტენი არცკი გაგეგონოთ დაეტიე ტყავში ვისაც ვინ უნდა ის მოწონდეს მე გელა კეტაშვილი მევასებოდა და მაგრად დამწყდა გული.
კახა
08 ოქტომბერი 2022 15:28
0
გუტი, გუტი, გუტი, გუტი, გუტი მარიკოოონ :)))) გაჰყვიროდნენ ყველა სტადიონზე
გუტი მარიკონ
08 ოქტომბერი 2022 19:37
13
მესი არის ჯუჯა გენიოსი, მაგრამ გუტი არის დელ ბოსკეს მარიკონი. ისე არავინ არავის არ ეძახის და თან ყველა სტადიონზე
დელ ბოსკეს გუტი
09 ოქტომბერი 2022 14:22
5
კი მართალია, მაგრამ მარიკონი ნაღდად არ ყოფილა და არც არის, რაც არაერთხელ დაამტკიცა.
ეგრე მესის enano hormonado ეძახდნენ მაგრამ რა.
მეგრელი
09 ოქტომბერი 2022 11:58
2
პირდაპორ ვთქვათ რუ გუტი და კრისტინა არიან საშუალო დონის ფეხბურთელები. ტოპ ფეხბურთელები არიან რონალდო- ბრაზილიელი რათქმაუნდა . მარადონა რონალდინიო და მესი . ესენი უბრალოდ ფეხბურთელებათ იყვნენ დაბადებულები.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
08 ოქტომბერი 2022 13:00
47
შენნაირ დოყლაპიებს უნდა ჰკითხოს, ვინ მოეწონება და ვინ არა?
რატი
08 ოქტომბერი 2022 14:35
5
შენ თუ გუტის რომელიმე თამაში გენახოს რა!!!
ეეე გუბერნია
08 ოქტომბერი 2022 13:09
4
ყველა გამოხმაურება
გუტი და როლანდო, არსად დაგეკარგოს!
zvio
08 ოქტომბერი 2022 12:20
64
დილა მშვიდობისა ბოღმა! აბა თავი გაბერე.
ვაახ
08 ოქტომბერი 2022 13:08
1
კვარაცხელია მაშინ ბავში იყო . ახლაც ბავშვია. მაგრამ რო გაიზდება მიხვდება რო საშუალო დონის ფეხბურთელებზე აფანატებდა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
08 ოქტომბერი 2022 13:07
51
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული