ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას
პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 78 /
ხვიჩამ საუკეთესოდ ითამაშა... ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს... მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
10 ოქტომბერი 2022 15:08
0
ფეხბურთელებს შორის ყოველთვის არის რაღაც ფორმით შური, თუმცა მე არ მგონია ხვიჩას ბურთს შეგნებულად არ აძლევდეს ვინმე, ამას სპალეტი არც დაუშვებს!
ხვიჩა ამ საგოლე პასის შემდეგ (არ გაგახსენდათ ბუდუს პასი ხვიჩაზე?) უფრო დაფასდება ნაპოლის ფანებსა და თანაგუნდელებს შორის, ვიდრე თვითონ რომ გაეტანა!!!
ხვიჩას თვითონ რომ დაერტყა და ვერ გაეტანა, მაშინ კი ნამდვილად არ იქნებოდა კარგ სიტუაციაში თანაგუნდელებთან!
ისე პოლიტანო (ძაანაც ნუ განვსჯით!) მიხვდება ან მიახვედრებენ რა არ გააკეთა სწორად!
თემური
10 ოქტომბერი 2022 13:17
1
სპალეტის უნდა, რომ გუნდმა მოიგოს, და არა ინდივიდუალისტმა ფეხბურთელმა.
ხვიჩამ ინდივიდუალიზმის ხარჯზე რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, სპალეტის ეს არ მოეწონება.
ამიტომ ედავება იტალიელ ჟურნალისტებს და ამბობს, რომ არ არის საჭირო ხვიჩაზე ყურადღების გადატანა.
ქ. გ.
10 ოქტომბერი 2022 11:49
1
ხვიჩა რომ წავიდეს ნაპოლიდან, სპალეტი საშუალო იტალიელი მწვრთნელი იქნება.
ქ. გ.
10 ოქტომბერი 2022 11:46
1
დიდი მწვრთნელი არც ახლაა.
დავით 67
10 ოქტომბერი 2022 16:32
2
რასაც ვუყურებ და წერენ სოციალურ ქსელებში უკვე სრული დილეტანტიზმია.. დიასახლისების და ახლად გამოჩეკილი ფანების სრული ანშლაგია.. რატომ პენალტს არ არტყმევინებენ, რატომ პასს არ აძლევენ, რატომ ცვლის სპალეტი, რატომ კარგად არ მიულოცეს გოლი.. ორი თვეა ხალხნო ჯერ გასული რაც ტოპლიგაშია, მხოლოდ ორიი თვე.. მოკლედ ამგვარი კომენტარებით კვარას უფრო გაუფუჭებთ საქმეს და ნეიტრალურ გაულშემატკივრის თვალში სასაცილოები აღმოვჩნდებით... ამიტომ ყველა უნდა დავმშვიდდეთ და ვაცალოთ ჩვენს ბიჭს წინსვლა. ფორცა ნაპოლი, ფორცა კვარა
papai
10 ოქტომბერი 2022 11:44
4
მილიონით მართალი ხარ
გიორგი
10 ოქტომბერი 2022 12:01
2
ხვიჩა და ლუჩანო სპალეტი ერთად ქმნიან ნაპოლის მსოფლიო ისტორიას
გეტყვით პირდაპირ, რომ ნაპოლის თამაში შედგება ორი აქტისაგან - მოედანზე, და ეს ხილული ნაწილია და მოედნის მიღმა. ხვიჩა და სპალეტი ორივე შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ და უხილავი ძაფით არიან გადაბმულნი ერთმანეთთან უკდურესად ზემოტივირებული მოთამაშეებით დაკომფლექტებულ ნაპოლიში. ამის უგულვებელყოფა ნებისმიერ მწვრთნელს დაამხობს და გუნდთან დააპირისპირებს.
ის რასაც ჩვენ მოედანზე ვხედავთ სპალეტის ჯადოსნური შემოქმედების საოცრებაა, მისი გადაწყვეტილებები მაყურებლისათვის შეუმჩნევლად გასახდელის ფაქტორით აიხსნება. ის აგებს დიდ გუნდს ურთულეს ვითარებაში, თუმცა ეს ნამდვილად არ ჩანს შეიარაღებული თვალით - შესანიშნავი მოთამშეები დაფრინავენ მოედანზე და ბდღვნიან ყველაფერს. მაგრამ რეალობა გაცილებით უფრო საინეტერესოა და ამავე დროს რთული...
მწვრთნელი ხვიჩას ფრთხილად, დელიკატურად ამზადებს უპირობო ლიდერად აღიარებისათვის იმ მოთამაშეთა ანსამბლში, რომლებიც ამ ეტაპზე ამისათვის მზად არ არიან. ეს უაღრესად საინტერესო გზა იქნება, რომელიც ხვიჩას ამ ეტაპზე მსოფლიოში მართლაც ერთ ერთ საუკეთესო ფეხბერთულად აქცევს, რომელიც მოედანზე ერთდორულად თამაშობს წამყვან როლს ჩრდილშიც და მოვლენათა ეპიცენტრშიც - ასეთი რთული გზა ცოტა ვინმეს თუ გაუვლია.
გუშინდელი მატჩი კრემონეზესთან სწორედ ამ თვალსაზრისით იყო ეტაპური და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ხვიჩას ყველაზე დასამახსოვრებელი გოლები და დრიბლინგი - ეს ყველაფერი ისედაც მისია.
სპალეტი, დარწმუნებული ვარ ძალიან კმაყოფილი იყო. თუმცა გარდატეხისათვის არც ეს იქნება საკმარისი - სულ ცოტა მოთმინება და იღბალი და ეს დრო ძალიან ახლოა.
ასე რომ ხვიჩას გაცილებით მეტი სირთულის დაძლევა უწევს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და სპალეტი მისი მთავარი მფარველი და მოკავშირეა - მისი კრიტიკა, ხვიჩას შეცვლა, თამაშის დროს მითითებები და კვარა-კვარა შეძახილი ამ ლატენტური (შენიღბული) სქემის ნაწილია ნაპოლის წინ ურთულესი გზა ელის და თუ ამ ტამდემა ყველა რიფის დაძლევა მოახერხა ეს გუნდი თანამედროვე ფეხბურთის ახალ ისტორიას შექმნის
ასე რომ უყურედ კავარას თამაშს სწორად და უფრო დააფასებთ მასში საოცრად დიდ ნიჭს და მომავალს!
Forza Kvara!!! Faorza Milan! Auguri Luciano !
ტატო
10 ოქტომბერი 2022 10:26
5
გეთანხმები 100%-ით! ყველაფერი სწორად ვითარდება ხვიჩას გარშემო ნაპოლიში! სპალეტიც ნელნელა აჩვევს გუნდსაც და ხვიჩასაც, რომ კვარა ამ გუნდის უპირობო ლიდერი გახდეს! და ჩვენ არ გვინდა აქ რამე შეთქმულების თეორიების მოგონება, რომ ვითომ ხვიჩას რამეში ჩაგრავენ! ფეხბურთი არის გუნდური თამაში და მწვრთნელმა მაქსიმალურად უნდა იზრუნოს რომ სწორედაც მთელი გუნდისგან მიიღოს შედეგი! FORZA KVARA! FORZA NAPOLI!
ubralodkaci
10 ოქტომბერი 2022 11:25
1
ხვიჩა შენ გაიხარე, დარწმუნებული ვარ წელსვე ვიხილავთ უფრო ძლიერ გუნდში. პოლიტანო ერთი საშუალო დონეზე დაბალი ფეხბურთელია და მარიაჟა ტიპი. არ ღირს მასზე ყურადღების მიქცევა. ნაპოლის რომ ხვიჩას გარეშე გაუჭირდებას ეს ჩვენზე კარგად იცის სპალეტიმ. ვერ ჩააქრობს ხვიჩაში ვერავინ დიდ ფეხბბურეთელს, სულ ცოტა მოთმინება გვმართებს და ყველაფერი მაგრად იქნება. ამ პატარა ბიჭმა რაც გააკეთა ის დასაფასებელია. გაგვაგიჟა მთელი ქვეყანა, ის ჩვენი საგანძურია. გაიხარე ხვიჩა.
gio
10 ოქტომბერი 2022 10:15
5
რას ნიშნავს წელსვე უფრო ძლიერ გუნდში? იტალიის ჩემპიონატის ლიდერი კლუბი არ გაკმაყოფილებთ? ან რატომ უნდა გადავიდეს ან საერთოდ ვინ გაუშვებს.. და საერთოდ ამ შეთქმულებების თეორიებით არ დაიღალეთ? კვარა იქნება ნაპოლიში რამოდენიმე წელი და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერი და ლიდერი
papai
10 ოქტომბერი 2022 11:49
0
მინდორზე მეორე ქართველი ლოჩოშვილიც იყო იმაზე რატომ არაფერს ამბობთ.
გია
10 ოქტომბერი 2022 09:47
1
ნიჭიერი ბევრი იყო. ასეთი ფეხბურთელი კი პირველად გვყავს: ნიჭი + შრომა + მებრძოლი + პსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძლიერი.
მოედანზე მოსაგებად გადის როგორც გმირი მეომარი.
აიაქსთან მძიმე ტრავმა რომ მიაყენეს, გაბრაზდა, გოლი გაიტანა, და მხოლოდ გოლის გატანის შემდეგ მოითხოვა შეცვლა.
ქ. გ.
10 ოქტომბერი 2022 09:43
0
რა ჩაიხვიეთ ეს პენალტი ხვიჩამ დაარტყას, პენალტი ხვიჩამ დაარტყას. მწვრთნელი წყვეტს და ალბათ პოლიტანო უკეთ ასრულებს ხო? ან რა ჯნდაბდ გინდთ ეს პენალტები, ხვიჩამ თშიდან შეყაროს და პოლიტანოს ასე უქნია 20 პენლტი შეაგდოს. მესი არ ურტყავდა პენალტებს თავიდან და რა ტრაგედიას ქმნით.
Semi
10 ოქტომბერი 2022 09:31
3

სიახლეები პოპულარული