ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას
პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 78 /
რასაც ვუყურებ და წერენ სოციალურ ქსელებში უკვე სრული დილეტანტიზმია.. დიასახლისების და ახლად გამოჩეკილი ფანების სრული ანშლაგია.. რატომ პენალტს არ არტყმევინებენ, რატომ პასს არ აძლევენ, რატომ ცვლის სპალეტი, რატომ კარგად არ მიულოცეს გოლი.. ორი თვეა ხალხნო ჯერ გასული რაც ტოპლიგაშია, მხოლოდ ორიი თვე.. მოკლედ ამგვარი კომენტარებით კვარას უფრო გაუფუჭებთ საქმეს და ნეიტრალურ გაულშემატკივრის თვალში სასაცილოები აღმოვჩნდებით... ამიტომ ყველა უნდა დავმშვიდდეთ და ვაცალოთ ჩვენს ბიჭს წინსვლა. ფორცა ნაპოლი, ფორცა კვარა
papai
10 ოქტომბერი 2022 11:44
4
მილიონით მართალი ხარ
გიორგი
10 ოქტომბერი 2022 12:01
2
ბრავო ხვიᲩა, ბრავო, ერᲗი დიდი სიამოვნებაა Შენი ᲗამაᲨის ყურება. მადლობა ამ ემოციებისᲗვის. როგორ ველოდები სპალეტი რას იტყვის, სულ პასის არ გაკეᲗების გამო გაკრიტიკებს და ახლა Თუ სხვა რაᲦაც მოიფიქრაა, ვაიი:დ აბა Შენ იცი ჯანმრᲗელობა და ბევრი წარმატება. უფალი Შენსკენ კარგო ადამიანო
ბექა
09 ოქტომბერი 2022 22:37
1
ეს სეზონი თუ ამ ტემპით დაასრულა 99% ახალ სეზონს ტოპ კლუბში დაიწყებს. ჩემი აზრით ბარსელონა იყიდის.
.
09 ოქტომბერი 2022 22:31
0
შენი ვერ გავიგე. ტოპ კლუბი იყიდის თუ ბარსელონა? )))
მეგრელი
09 ოქტომბერი 2022 23:36
4
მე მაინც მგონია რომ ტოპკლუბი უფრო იყიდის, ბარსელონას მაგის თავი სად ექნება ან ხვიჩას რატო ენდომება?!
ზურა
10 ოქტომბერი 2022 00:32
2
ეს საგოლე პასი, გოლს სჯობდა ასჯერ, ყველა ხვიჩას ულოცავს თუ დააკვირდებით, თავად ლოზანო გადაირია სიხარულით, მაგას ასი წელი არ დაივიწყებს განსხვავებით უვარგისი პოლიტანოსგან, ესე სჯობდა ხვიჩა , საღოლ
gori
10 ოქტომბერი 2022 03:40
0
ხვიჩას ფასსმა გუნდში ათასჯერ აიწია, ლოზანოს პატივისცემისთვის, პოლიტანოს ფასმა კი პლინტუსს ქვემოთ დაყვინა, გაბძენძილი ნაგავი
სიმართლე
10 ოქტომბერი 2022 03:43
3
Magaria xvicha ori azri araa magram pasebs iavnad ar adzleven mteli tamashi nervebi damawyda ese ar sheileba rodemde unda iyos lodinis rejimshi tvitonac igruzeba emchneoda magram ar gamoxatavs egac magis profesionalizmze metyvelebs warmatebebi
იოსებ
09 ოქტომბერი 2022 22:42
4
ვითომ სპორტული საიტი ხართ ძაან ჩამორჩენილი,დღეს ჩაკვე განაცხადშიც არ იკო 3 დGის უკან ტრამვა მიიგო არც მოგიკითხიათ ციტაიშვილმა გოლი შეაგდო მაინც დაცერეთ რამე
dato
09 ოქტომბერი 2022 22:52
15
ნიჭიერი ბევრი იყო. ასეთი ფეხბურთელი კი პირველად გვყავს: ნიჭი + შრომა + მებრძოლი + პსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძლიერი.
მოედანზე მოსაგებად გადის როგორც გმირი მეომარი.
აიაქსთან მძიმე ტრავმა რომ მიაყენეს, გაბრაზდა, გოლი გაიტანა, და მხოლოდ გოლის გატანის შემდეგ მოითხოვა შეცვლა.
ქ. გ.
10 ოქტომბერი 2022 09:43
0
ხვიჩა არ ყავდეთ ეხლა 10 ეული სანატრელი ექნებოდად. უნამუსოები პენალს როგორ არ არტყმევინებენ
Las
10 ოქტომბერი 2022 03:58
4
მარიო რუის, არასდროს აუტიდან ხვიჩასთვის პასი არა აქვს მიცემული და არც ისე იკლავს თავს, დავიჯერო სპალეტი ბრმაა?????????? მაინც სასიკეთოდ დაუბრუნდება ხვიჩას ყველაფერი. ვინც ითმენს - ის იგებს...........
kaxa
10 ოქტომბერი 2022 01:55
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული