ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას
პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 78 /
ლოზანოზე დაიწყეს ბოლო დროს იუტუბში წავიდესო რას აკეთებსო ბედნიერი არ არიო ნაპოლიში თვითონ მექსიკელებიც აყრიდნენ კრიტიკას მაგარს და მოკლედ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო ლოზანოსთვის. ლოზანო მაგარი მოთამაშეა მექსიკელია ეგ კიდე გაიხსნება და მაგარი იქნება. ძალიან დიდი რესურსი აქვს ნაპოლის იქით სიმეონე ბევრი ტალანტი ერთად ყავს. ყველაზე მაგარი კაიფი ის არის ოსიმენი ისვენებს ჯერ და მაგგის გარეშე რეებს აკეთებენ, უცხოელებიც მაგაზე ღადაობენ ლივერპულის განადგურების მერე მაგალითად ბიჭო ოსიმენის გარეშე რა უქნესო და ის რომ დაბრუნდება მერე რა იქნებაო საერთოდ. შეიძლება ჩემპიონობას მართლა ხელი გამოკრან
MJ.
10 ოქტომბერი 2022 04:59
0
ხვიჩა არ ყავდეთ ეხლა 10 ეული სანატრელი ექნებოდად. უნამუსოები პენალს როგორ არ არტყმევინებენ
Las
10 ოქტომბერი 2022 03:58
4
ხვიჩას ფასსმა გუნდში ათასჯერ აიწია, ლოზანოს პატივისცემისთვის, პოლიტანოს ფასმა კი პლინტუსს ქვემოთ დაყვინა, გაბძენძილი ნაგავი
სიმართლე
10 ოქტომბერი 2022 03:43
3
ეს საგოლე პასი, გოლს სჯობდა ასჯერ, ყველა ხვიჩას ულოცავს თუ დააკვირდებით, თავად ლოზანო გადაირია სიხარულით, მაგას ასი წელი არ დაივიწყებს განსხვავებით უვარგისი პოლიტანოსგან, ესე სჯობდა ხვიჩა , საღოლ
gori
10 ოქტომბერი 2022 03:40
0
ვერ ვხვდები პოლიტანოსთან რა გინდათ? მას სპალიტისგან აქვს დავალებული რომ პენალტი მან დაარტყას. რაც მთავარია ხვიჩა დღითი დღე უკეთესი ხდება. ნუ გშურთ პოლიტანოსი. ის საშუალოზე დაბალი ფეხბურთელია. ოსიმენი რომ გამოჯანმთელდება, მას მოუწევს სკამზე დაჯდომა.
დავით 67
10 ოქტომბერი 2022 03:25
1
ვინ გითხრა რომ სპალეტისგან აქვს დავალებული
.
10 ოქტომბერი 2022 05:02
4
მადლობა არ გამოუხატავს და ეტყობა, მაგაზე დაწერეს
nika
10 ოქტომბერი 2022 04:55
0
არ არის პოლიტანოსთვის პენალტისტობა სამუდამოდ გარანტირებული.
ადრე თუ გვიან პოლიტანო გააფუჭებს თერთმეტმეტრიანს, და ხვიჩა გახდება პენალტისტი.
ქ. გ.
10 ოქტომბერი 2022 03:11
0
გუნდმა სუსტად ითამაშა,მაგრამ ხვიჩამ მაინც გააკეთა თავისი საქმე.ბრავო!!!
ჯუჯი
10 ოქტომბერი 2022 02:23
2
მარიო რუის, არასდროს აუტიდან ხვიჩასთვის პასი არა აქვს მიცემული და არც ისე იკლავს თავს, დავიჯერო სპალეტი ბრმაა?????????? მაინც სასიკეთოდ დაუბრუნდება ხვიჩას ყველაფერი. ვინც ითმენს - ის იგებს...........
kaxa
10 ოქტომბერი 2022 01:55
4
ლოზანომ მადლობა ისე გამოუხატა ხვიჩას, მე ვინერვიულე მის მაგივრად და ეს ქაჯი პოლიტანო ხვიჩას ხარჯზე ლამის ბომბარდირი გახდეს და იბრიქება ,,, -ვით. დაუფასდება ასად ხვიჩას სწორი საქციელი
სტალინი
10 ოქტომბერი 2022 01:50
0
მე იუთუბებში ვერ ვერკვევი და ვინც ერკვევით ან შეგიძლიათ მიმართოთ იმას ვინც ამას კარგად აკეთებს ან სულაც იმათ ვისაც ბევრი გამომწერი ყავთ საერთაშორისო ანალიტიკოსებს, რომ გააკეთონ თამაშის ვიდეოები თავისი ხაზებით და დეტალური ანალიზით, რათა საჭირო ყურადღება მიექცეს ხვიჩას რამდენიმე კოლეგის არაკოლეგიალურ საქციელს. დღეს სპეციალურად განსაკუთრებით ვაკვირდებოდი და ხვიჩას მიმართულებით არც კი იყურებოდნენ. არა მარტო დღეს თან. ან მე ვარ ინტრიგანი და მაგ გუნდის ჩუმ ჩანაფიქრებს ვერ ვხვდები ან ფეხბურთი სართოდ არ მესმის ან მართალი ვარ(თ) რომ ზოგზოგიერთი მისი კოლეგა-დამრიგებელი მაგრად მაიმუნობენ.
ვიდეო
10 ოქტომბერი 2022 01:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული