სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.
შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.
კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)
ხვიჩა ამ საგოლე პასის შემდეგ (არ გაგახსენდათ ბუდუს პასი ხვიჩაზე?) უფრო დაფასდება ნაპოლის ფანებსა და თანაგუნდელებს შორის, ვიდრე თვითონ რომ გაეტანა!!!
ხვიჩას თვითონ რომ დაერტყა და ვერ გაეტანა, მაშინ კი ნამდვილად არ იქნებოდა კარგ სიტუაციაში თანაგუნდელებთან!
ისე პოლიტანო (ძაანაც ნუ განვსჯით!) მიხვდება ან მიახვედრებენ რა არ გააკეთა სწორად!
ხვიჩამ ინდივიდუალიზმის ხარჯზე რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, სპალეტის ეს არ მოეწონება.
ამიტომ ედავება იტალიელ ჟურნალისტებს და ამბობს, რომ არ არის საჭირო ხვიჩაზე ყურადღების გადატანა.
გეტყვით პირდაპირ, რომ ნაპოლის თამაში შედგება ორი აქტისაგან - მოედანზე, და ეს ხილული ნაწილია და მოედნის მიღმა. ხვიჩა და სპალეტი ორივე შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ და უხილავი ძაფით არიან გადაბმულნი ერთმანეთთან უკდურესად ზემოტივირებული მოთამაშეებით დაკომფლექტებულ ნაპოლიში. ამის უგულვებელყოფა ნებისმიერ მწვრთნელს დაამხობს და გუნდთან დააპირისპირებს.
ის რასაც ჩვენ მოედანზე ვხედავთ სპალეტის ჯადოსნური შემოქმედების საოცრებაა, მისი გადაწყვეტილებები მაყურებლისათვის შეუმჩნევლად გასახდელის ფაქტორით აიხსნება. ის აგებს დიდ გუნდს ურთულეს ვითარებაში, თუმცა ეს ნამდვილად არ ჩანს შეიარაღებული თვალით - შესანიშნავი მოთამშეები დაფრინავენ მოედანზე და ბდღვნიან ყველაფერს. მაგრამ რეალობა გაცილებით უფრო საინეტერესოა და ამავე დროს რთული...
მწვრთნელი ხვიჩას ფრთხილად, დელიკატურად ამზადებს უპირობო ლიდერად აღიარებისათვის იმ მოთამაშეთა ანსამბლში, რომლებიც ამ ეტაპზე ამისათვის მზად არ არიან. ეს უაღრესად საინტერესო გზა იქნება, რომელიც ხვიჩას ამ ეტაპზე მსოფლიოში მართლაც ერთ ერთ საუკეთესო ფეხბერთულად აქცევს, რომელიც მოედანზე ერთდორულად თამაშობს წამყვან როლს ჩრდილშიც და მოვლენათა ეპიცენტრშიც - ასეთი რთული გზა ცოტა ვინმეს თუ გაუვლია.
გუშინდელი მატჩი კრემონეზესთან სწორედ ამ თვალსაზრისით იყო ეტაპური და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ხვიჩას ყველაზე დასამახსოვრებელი გოლები და დრიბლინგი - ეს ყველაფერი ისედაც მისია.
სპალეტი, დარწმუნებული ვარ ძალიან კმაყოფილი იყო. თუმცა გარდატეხისათვის არც ეს იქნება საკმარისი - სულ ცოტა მოთმინება და იღბალი და ეს დრო ძალიან ახლოა.
ასე რომ ხვიჩას გაცილებით მეტი სირთულის დაძლევა უწევს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და სპალეტი მისი მთავარი მფარველი და მოკავშირეა - მისი კრიტიკა, ხვიჩას შეცვლა, თამაშის დროს მითითებები და კვარა-კვარა შეძახილი ამ ლატენტური (შენიღბული) სქემის ნაწილია ნაპოლის წინ ურთულესი გზა ელის და თუ ამ ტამდემა ყველა რიფის დაძლევა მოახერხა ეს გუნდი თანამედროვე ფეხბურთის ახალ ისტორიას შექმნის
ასე რომ უყურედ კავარას თამაშს სწორად და უფრო დააფასებთ მასში საოცრად დიდ ნიჭს და მომავალს!
Forza Kvara!!! Faorza Milan! Auguri Luciano !
მოედანზე მოსაგებად გადის როგორც გმირი მეომარი.
აიაქსთან მძიმე ტრავმა რომ მიაყენეს, გაბრაზდა, გოლი გაიტანა, და მხოლოდ გოლის გატანის შემდეგ მოითხოვა შეცვლა.