ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას
პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 78 /
ყოჩაღ კვარას ის რომ მოედანზეა დიდი უპირატესობა ექმნება ნაპოლის მოვა დრო პენალტსაც და ჯარიმებსაც ხვიჩა დაარტყამს ნაპოლიში თუ არა რეალში ან ლივერპულში ან სულაც ბაიერნში .
zurabi
09 ოქტომბერი 2022 22:25
1
ბრავო კვარა მაგრად ითამაშა, თამაშის ბოლოს რა სიჩქარე განავითარა! არ მიდიოდა მარცხვნივ თამაში ეგრევე შევარდა მარჯვნივ და პენალტი, მერე რა სისწრაფით შევარდა და როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს ეკადრება ისე ითამაშა ორი ერთზე მეკარესთან პასი უნდა გააკეთო, უეჭველი გოლია.
zaza
09 ოქტომბერი 2022 22:20
1
კარგად რომ ითამაშა აღარაა სიახლე. მიგვაჩვია. კარგი ის მოხდა რომ შეცვლას უპირებდნენ.მაგრამ მცველი შესაცვლელი გახდა და გადაიფიქრა სპალეტიმ. ხვიჩამ კი საგოლე დახატა და თამაში დაამთავრა.
გია
09 ოქტომბერი 2022 22:17
1
არ ვიცი ეს ჩანაფიქრი იყო თუ რა მაგრამ მთელი თამაში არ ტვირთავდნენ ხვიჩას ფლანგს. პენალტიც მეორე ფლანგზე გადასვლის დროს მოიპოვა.
Felisio
09 ოქტომბერი 2022 22:17
2
სულ რამოდენიმეჯერ მისცეს პასი მთელი თამაში და შედეგი: საგოლე პასი, პენალტი, რამდენიმე ჯარიმა და წესით კიდევ ერთი გოლიც უნდა შეეგდოთ მისი პასით. ასევე- ზიელინსკი ნამდვილად ქმნის დიდ განსხვავებას, ძრავა და ტვინია გუნდის
ალექს
09 ოქტომბერი 2022 22:12
2
ეს ბიჭი ჩვენი საგანძურია !!!!
პასებს არ აძლევენ მაგრამ თავის საქმეს 5 ასრულებს.
ბრავო ხვიჩა!!!
ჯონი
09 ოქტომბერი 2022 22:10
2
მგელია რა ეს ბიჭი, ნაპოლი რომ თამაშობს სამსახური მიცდება
მამუკა
09 ოქტომბერი 2022 22:10
1
გაიხარე ხვიჩა. კვარა ერთ გუნდს უდრის.
ზურაბ
09 ოქტომბერი 2022 22:06
2
აი ეს იყო 100% საგოლე პასი და ამით ხვიჩამ დაუმტკიცა მთელ გუნდს, რომ გუნდური მოთამაშეა. კვარაცხელიას გარეშე ნაპოლის ნებისმიერი თამაშის მოგება გაუჭირდება. ხვიჩა იძლევა უპირატესობას, ძაან აშკარად ჩანს ეს
ზურა
09 ოქტომბერი 2022 22:05
1
ორი გოლი ხვიჩამ შექმნა და მაგაზე აშკარა რაღა უნდა იყოს? ბრავო ხვიჩა. ❤️
G.LA.
09 ოქტომბერი 2022 22:58
0
ორი გოლი ხვიჩამ შექმნა და მაგაზე აშკარა რაღა უნდა იყოს? ბრავო ხვიჩა. ❤️
G.LA.
09 ოქტომბერი 2022 22:58
1
უმაგრესი ბიჭი გვყავს!!! ჩვენი სუპერ ვარსკვლავი!!! ყოჩაღ!!! წინსვლა და წარმატებები!!! უფალი გფარავდეს!!!
გულშემატკივარი
09 ოქტომბერი 2022 22:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული