"არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს დარჩება "აძურიში", ნამდვილი ფენომენია - კასანო "კვარას" თამაშით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 9 ოქტომბერს სერია A-ს მე-9 ტურში "ნაპოლი" "კრემონეზეს" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ქართველმა გარემარბმა 26-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, შეხვედრის მიწურულს კი საგოლე პასი გააკეთა და ირვინგ ლოსანოს გაატანინა.

ჩვენებურის თამაშს მადრიდის "რეალისა" და "რომას" ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კასანო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და Bobo TV-ის ეთერში "კვარას" შესახებ ისაუბრა:

"ნეაპოლელები მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე ოსტატურად მოქმედებდნენ. "კრემონეზე" მონდომებით თამაშობდა, თუმცა "ნაპოლი" 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა.

აქ არის ქართველი, ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც აღარ
ვიცი, რომელი ეპითეტი გამოვიყენო. ის აქ 2 თვის წინ ჩამოვიდა, იტალიური ენაც არ იცის, ახალ ქალაქს უნდა შეეგუოს, ხვიჩა კი ყველა შეხვედრაში განსხვავებას ქმნის. ვაღიარებ, არ მეგონა, თუ საქმე ასეთ ფენომენთან გვქონდა. ყოველ კვირას გააქვს გოლები და საგოლე პასებს აკეთებს. უბრალოდ, შესანიშნავია. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს დარჩება "აძურიში" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 23 ქულით სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია. ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ შეხვედრას ხვალ, 12 ოქტომბერს, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ხვიჩა უბრალოდ შთამბეჭდავია! ეს მხოლოდ რონალდომ და მან შეძლეს" - ცნობილმა ფეხბურთელმა "კვარა" ბრაზილიელ ფენომენს შეადარა!

alt"ქართველია, ვერ შეძლებსო... კვარაცხელიას ტრანსფერი შევთავაზე და მითხრა, გუნდიდან გამაგდებენო..." - სანიოლმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა



მკითხველის კომენტარები / 11 /
ფიზიკური მომზადბა იმდენად არა, რაც ბუნებრივი სიძლიერე, ქართული გენის სიძლიერეზე მაქვს ლაპარაკი, ჩვენ ქსრთველები ხომ ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები, დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა ბუნებრივი მონაცემების წყალობით ყველა წინაღობას დავძლევს, ეს ესეცაა, მაგრამ ხვიჩამ ისიც იცის, რომ დისციპლინით და ვარჯიშით იმაზე ცხრაჯერ მეტის მიღწევა შეიძლება, რასაც მის გარეშე მიაღწევს კაცი..
,თელი ისტორიის მანძილზე ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავის იმედად ვიყავით და ღმერთმაც ბუნებრივ სიძლიერით დაგვაჯოლდოვა. მადლობა უფალს და მადლობა ბიძინას თავის ზებრასთან ერთად.. „ზებრა“ ოცნების ნატვრისთვალია, ასევეა უფალიც და .... ყველა მასზე ლოცულობს. მის ხსენებაზე ხელებს ცისკენ ავიშვერთ და ვამბობთ ოოო! და კიდევ ერთხელ ოოოოო! დაიდო მესიას მსხვილო მაყუთო!
მისმა სიჯიუტემ შახსაც კი ათქმევინა; ოოოოო გიაუროოოო! მაგრამ; უუუხ შე გნიდა კასანჯოღლიიი! შენ სისხლს დავლევ, თუ ვყოფილვარ ჯავა ჰარლალ ნერუ ჩომბე დე ჩოყლაყ ენდ მონსურო.! აი ასე ასწავლიდა კამოს და ბოლშევიკებს ჩია კაცი პო კლიჩკე ლენინი...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი
10:50 12-10-2022
10
კასანო შოკშია! რონალდო მორგშია! დანარჩენები გრამაფონშია და იცით რატომ? უნდა დაასწრო და გაანადგურო, თუ გინდა მშვიდად დაო თავი ბალიშზე.. აი ასე გვასწავლიდა დიდი სტალინი..
კ ო მ ბ ლ ე
23:23 11-10-2022
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული