Geo Team: "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, უნგრულმა "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მინიმუმ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე მეორე გუნდში ვარჯიში მოუწევს.

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი "უიპეშტთან" მარცხის შემდეგ ყოფილი თანაგუნდელისთვის გაცვლილი მაისური გახდა.

მოგვიანებით ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმაც დაადასტურა.

"ორშაბათს, "უიპეშტთან" მარცხის შემდეგ, ჩვენი გუნდის ფორვარდმა აშკარად უპატივცემულობა გამოავლინა კლუბის, ჩვენი გულშემატკივრებისა და თავისი თანაგუნდელების მიმართ. ამიტომ ის პირველი გუნდიდან გაძევებულია. დამატებითი კომენტარის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით არ გვსურს" - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ზივზივაძე "ფეჰერვარის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ამ სეზონში
ქართველი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა, რის გამოც მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გატანილი გოლია.

altზივზივაძე სკანდალში გაეხვია - ქართველის ქმედებებმა "ფეჰევარის" ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

მკითხველის კომენტარები / 35 /
მაგის გულისთვის დასჯა რაღაც უფრო პირადულს გავს და ვინმემ პასუხი უნდა მოთხოვოს მაგად ფეხენ ლეხენის ჭ კლასის გუნდს!!! და საერთოდ ბუდუს ფეხებზე აკოცონ რომ მაგათთან თამაშობს !!!
სუხო
12 ოქტომბერი 2022 03:36
1
რომელიმე დინამოს თუ რამის ამბიცია აქვს მომავალ ევროტურნირებზე, უნდა დაიმატონ.თუარადა მეორე ბუნდესლიგაშიც კარგად ითამაშებს ან რომელიმე ტოპ ჩემპიონატის მეორე ლიგაში. შეიძლება უმაღლესშიც გაიქაჩოს
Haaland
12 ოქტომბერი 2022 00:43
0
და ვინ გითხრათ, რომ რომელიმე დინამოს (განსაკუთრებით თბილისისას) რამე ამბიცია აქვს?
ზურა
12 ოქტომბერი 2022 14:40
0
კაი ფეხბურთელი და კაი ადამიანია ბუდუ.ვისურვებდი მალე ტოპ ლიგაში მენახოს, სადაც აუცილებრივ გაქაჩავს რადგან აქვს პოტენციალი
kaxa
12 ოქტომბერი 2022 08:39
0
უმადურები არიან და არ იმსახურებენ ამ დონის ფორვარდს თან ზამენაზე. ზამთრამდე მოითმინოს და გააყიდინოს თავი, თორემ ზაფხულში ისედაც უწევს უფასოდ წასვლა
წავიდნენ მაგათი
11 ოქტომბერი 2022 23:51
0
ეს წყაროები მაგარი ვიცით ისეთი ლოგიკას აცდენილი მიზეზია თან იანვრამდე რა ამიტო აყენებენ ტრანსფერზე? მესის და რამოსის ჩახუტება არ გინახიათ? ამიტო რაღაც სხვა ამვაბი მგონია
ნოდო
11 ოქტომბერი 2022 20:45
5
მიზეზი სწორად წერია და იმედია მოშორდება მაგ ბანძ ჩემპიონატს
tem
11 ოქტომბერი 2022 22:10
0
ყველაზე სანდო წყაროა :დდდდდ როდესმე დადეს მცდარი ინფო? ნუ ინტრიგნობთ რა
._.
11 ოქტომბერი 2022 22:50
2
ჭკუა ხომ უნდა ისწავლო როცა მსგავსი მაგალითი უკვე იყო კვიპროსიდან?
ზურა
11 ოქტომბერი 2022 22:37
5
იანვარში დატოვებსო კლუბს და იმედია სადაც გადავა სათამაშო დროს მიცემენ ვნახოთ როგორ ფორმაში იქნება მარტისთვის ნაკრებს ჭირდება
beqa
12 ოქტომბერი 2022 10:59
0
ჰოლანდიის ნებისმიერ გუნდში გაქაჩავს ძირითადს გარდა ტოპ გუნდებისა
გულშემატკივარი
12 ოქტომბერი 2022 02:51
1
ბუდუ ჩემი ქალაქიდანაა, ქუთაისელი... ტირპედოშიც უთამაშია... მაგას ვენაცვალე, მაგრამ ობიექტურად თუ შევხედავთ, ბუდუ არის საშუალოზე დაბალი დონის თავდამსხმელი... ისე ნუ ვიტყვით, რომ თითქოს ხვიჩა კვარაცხელია არის და ფერენცვაროშში ჩაგრავენ... კლუბის მესვეურებსაც კი უნდათ რომ მაღალი დონის თავდამსხმელი იყოს, მაგრამ რეალურად ხო ასე არ არის... ჩვენ რომ უკეთესი ცენტრი არ გვყავს ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაღალი დონისაა... სამწუხაროდ ესაა რეალობა... მიქაუტაძეს რომ უფრო დაეყრდნობოდეს სანიოლი უკეთესი იქნება... მიქაუტაძეს აქვს კიდე უფრო მომატების პოტენციალი.
ქუთაისი
11 ოქტომბერი 2022 21:49
46
მე არა ვარ ქუთაისელი, თბილისელი ვარ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ბუდუ დღეს და საერთოდ, ბოლო წლებში არის საუკეთესო ქართველი ცენტრფორვარდი. ნუ, მთლად შოთა არველაძე რომ ვერ არის, იმას არ ნიშნავს, რომ საშუალოზე დაბალი დონეა. ჩვენს ნაკრებში ამინდს არ აფუჭებს და იმედია, კიდევ მოუმატებს
მერაბი
11 ოქტომბერი 2022 22:17
2
რა მიქაუტაძე.ბუდუს მშვენიერი გოლის ალღო აქვს და საგოლე მომენტებსაც იყენებს მაღალი პროცეტობით. და მაგ ბიჭს პატრონი რომ ყოლოდა თავიდან ახლა მაღალი დონის გუნდში ითამაშებდა
kaxa
12 ოქტომბერი 2022 08:36
0
ნარემ ისიც დაგეწერათ კონტრაქტი როდემდე აქვს ? იანვარში თუ არ გაყიდიან მაშინ უნდა უჩივლოს იმ ნა...ბს ! სად გაგონილა ამისთვის ვინმეს რომ სჯიდნენ ??? ბოლო ბოლო თუ საჭირო გახდა ლიბერალიზმს უნდა მიაწვეს--კაცთმოყვარეობა მეგობრობა და რამე (ცოტა ხნით 1-2 თამაშში ლგბტ სამკლაურის გაკეთებაც შეიძლება--მიზანი ამართლებს საშუალებას) და 100 % მთელი ევროპის არასამთავროები დაუდგებიან გვერდით DD
zura222
12 ოქტომბერი 2022 04:07
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული