"ხვიჩას ფიზიკურმა მომზადებამ შოკში ჩამაგდო" - "ნაპოლის" სამწვრთნელო შტაბის ყოფილი უფროსი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში წარმატებულად ასპარეზობას განაგრძობს, ქართველის შესახებ იტალიურ პრესაში ყოველდღიურად იწერება და მასზე სხვადასხვა საფეხბურთო ექსპერტი აღფრთოვანებით საუბრობს.

ამჯერად, ხვიჩაზე "ნაპოლის" სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა უფროსმა ალფონსო დე ნიკოლამ Marte Sport-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "კვარას" ფიზიკურმა მონაცემებმა შოკში ჩააგდო.

"ველოდი თუ არა "ნაპოლისგან" ასეთ დასაწყისს? მათი სიძლიერის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ასეთ დასაწყისს არ ველოდი. მართლაც წარმოუდგენლად ასპარეზობენ. თუ იანვარშიც ასეთი დასაწყისი გვექნება, სკუდეტოს აუცილებლად მოვიგებთ.

რომელმა ფეხბურთელმა გამაოცა ყველაზე მეტად? ყველა ახალწვეულმა, მაგრამ განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიამ, შოკში
ჩამაგდო იმით, თუ რამდენად ძლიერია, ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული" - განაცხადა ალფონსო დე ნიკოლამ.

ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით 12 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება შეძლო. "ნაპოლი" მომდევნო მატჩს ხვალ, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

altნეაპოლში "აიაქსის" ფანი დაჭრეს - ხვალ "მარადონაზე" საგიჟეთი იქნება

alt"არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს დარჩება "აძურიში", ნამდვილი ფენომენია - კასანო "კვარას" თამაშით აღფრთოვანებულია

alt"ქართველია, ვერ შეძლებსო... კვარაცხელიას ტრანსფერი შევთავაზე და მითხრა, გუნდიდან გამაგდებენო..." - სანიოლმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა




მკითხველის კომენტარები / 19 /
რა მოწიე ამისთანა ძმაო ყაიმაზ
მიხო
12 ოქტომბერი 2022 19:28
2
სლუცკიმ და რუსეთის ჩემპიონატმა ხვიჩას ფიზიკურ მომზადებას დადებითი კვალი დაატყო, ეს ფაქტია და სლუცკის მადლობა ამისთვის
მიხო
12 ოქტომბერი 2022 10:40
2
კვარას დხესაც ის ტრეინერიხავს ფიზ მომზადების ვინც რუბინში ხავდა და ის ამზადებს ნეაფოლშიც დხესაც,ტუ აკვირდებიტ დხიტი დხე ფიზიკურატ უფეო უმატებს,ეს ცან მაგარია და ტრამვების ალბატობაც მცირეა.ის ფიზ მომზადების მცრფვნელი ჯარ ბატუმში მოიხვანა და მერე იტალიაშიც გახვა,ეს ვიცი 100%
K.K.
12 ოქტომბერი 2022 10:25
1
მადლობა ხვიჩას მშობლებს რომ ასეთი შვილი აჩუქეს საქართველოს მადლობა მის მწვრთნელებს ყველას ვინც მონაწილეობდა მის განვითარებაში მადლობა მის აგენტს რომ სწორი მიმართულებით წაიყვანა და ჩვენი სიყვარული მისთვის ალალი იყოს ამას გულწრფელად ვამბობ რას მოვესწარით ხალხო წარმოიდგენდით რომ ერთი უბრალო ქართველი ბიჭი მთელ მსოფლიოს მონუსხავდა? ეს რეალობაა უკვე დღეს კიდევ დაამტკიცებს ჩვენი ხვიჩა რომ ბრწყინვალეა!!!
ზაზა
12 ოქტომბერი 2022 07:35
1
კიდევ ერთხელ მადლობა სლუცკის და რუბინის ფიზმომზადების მწვრთნელენს (ესპანელებს) ყველას გვახსოვს როგორი მივიდა ხვიჩა რუბინში სკვინჩასავით გსამხდარი და სუსტი და როგორი წამოვიდა იქედან !
zura222
12 ოქტომბერი 2022 03:57
4
და ჩაკვეტაძე ჭანტურია ყენია მჭედლიძე რატომ ვერ დაკაცდნენ ? იმიტომ რომ გააჩნია რომელ გუნდში ივარჯიშებ და ვისთან !
zura222
13 ოქტომბერი 2022 12:24
0
18 წლის ბავშვი იყო და აბა როგორი უნდა მისულიყო რუბინში?მერე დაკაცდა
ბაჩი
12 ოქტომბერი 2022 13:10
0
ეს ძალიან კარგის მანიშნებელია ქართველებზე. ყველა ალმაცერად რომ გვიყურებდა. იმედია ახლა აფრიკაში აღარ დაიჭერენ ვერტალიოტიდან ვიღაცეებს და საქართველოს მოაქცევენ ყურადღებას
ილია
12 ოქტომბერი 2022 00:37
2
ჯერჯერობით სამწუხაროდ მარტო ხვიჩაა ასე მაგრა მომზადებული ! შემტევები მყავს მხედველობაში და შუა ხაზი თორე მცველებს არაუშავთ ფიზიკურად
zura222
12 ოქტომბერი 2022 04:00
2
ფიზიკური მომზადბა იმდენად არა, რაც ბუნებრივი სიძლიერე, ქართული გენის სიძლიერეზე მაქვს ლაპარაკი, ჩვენ ქსრთველები ხომ ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები, დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა ბუნებრივი მონაცემების წყალობით ყველა წინაღობას დავძლევს, ეს ესეცაა, მაგრამ ხვიჩამ ისიც იცის, რომ დისციპლინით და ვარჯიშით იმაზე ცხრაჯერ მეტის მიღწევა შეიძლება, რასაც მის გარეშე მიაღწევს კაცი..
,თელი ისტორიის მანძილზე ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავის იმედად ვიყავით და ღმერთმაც ბუნებრივ სიძლიერით დაგვაჯოლდოვა. მადლობა უფალს და მადლობა ბიძინას თავის ზებრასთან ერთად.. „ზებრა“ ოცნების ნატვრისთვალია, ასევეა უფალიც და .... ყველა მასზე ლოცულობს. მის ხსენებაზე ხელებს ცისკენ ავიშვერთ და ვამბობთ ოოო! და კიდევ ერთხელ ოოოოო! დაიდო მესიას მსხვილო მაყუთო!
მისმა სიჯიუტემ შახსაც კი ათქმევინა; ოოოოო გიაუროოოო! მაგრამ; უუუხ შე გნიდა კასანჯოღლიიი! შენ სისხლს დავლევ, თუ ვყოფილვარ ჯავა ჰარლალ ნერუ ჩომბე დე ჩოყლაყ ენდ მონსურო.! აი ასე ასწავლიდა კამოს და ბოლშევიკებს ჩია კაცი პო კლიჩკე ლენინი...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
11 ოქტომბერი 2022 23:20
56
ნეტა არ ბოდავდე რა?
ავლაბრელ ყაიმაზას
12 ოქტომბერი 2022 16:05
0
ქართველი ზარმაცი რომ ყოფილიყო დღემდე ვერ მოაღწევდა. რაც გვჭირს ნაკლი ალბათ უიმედობაა, ჩვენ თვითონ აღარ გვჯერა უკეთესის იმდენ ოხერს შევეყარეთ საკუთარის ჩათვლით, და ამ უიმედობამ იცის სულსწრაფობა, გაძრომის ცდა, მიამიტი წარმოდგენები აქვს ზოგს, მაგრამ სიზარმაცეს ვინც გვაბრალებს იმან ახსნას ამ ფხაწალ მთა-ბარში ცხოვრება და პურის მოყვანა ზარმაცობით როგორ არის შესაძლებელი.
ანდრი
12 ოქტომბერი 2022 14:48
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული