ამჯერად, ხვიჩაზე "ნაპოლის" სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა უფროსმა ალფონსო დე ნიკოლამ Marte Sport-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "კვარას" ფიზიკურმა მონაცემებმა შოკში ჩააგდო.
"ველოდი თუ არა "ნაპოლისგან" ასეთ დასაწყისს? მათი სიძლიერის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ასეთ დასაწყისს არ ველოდი. მართლაც წარმოუდგენლად ასპარეზობენ. თუ იანვარშიც ასეთი დასაწყისი გვექნება, სკუდეტოს აუცილებლად მოვიგებთ.
რომელმა ფეხბურთელმა გამაოცა ყველაზე მეტად? ყველა ახალწვეულმა, მაგრამ განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიამ, შოკში
ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით 12 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება შეძლო. "ნაპოლი" მომდევნო მატჩს ხვალ, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
ნეაპოლში "აიაქსის" ფანი დაჭრეს - ხვალ "მარადონაზე" საგიჟეთი იქნება