Sportall.ge ბუდუ ზივზივაძეს მხარდაჭერას უცხადებს

AutoSharing Option
11 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე საკუთარმა კლუბმა "ფეჰერვარმა" დასაჯა და იანვრის სატრანსფერო ფანჯარამდე ის მეორე გუნდში ივარჯიშებს. 

ამის მიზეზის შესახებ უკვე ვწერდით... საქმე ჩვენებურის ყოფილ კლუბთან, "უიპეშტთან" მატჩის შემდეგ გაცვლილ მაისურსაც შეეხება... ასევე "ფეჰევარის" ფანებს არ მოეწონათ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბუდუ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად იცინოდა. პლუს, ბუდუ ყოფილი გუნდის ფანებს მიესალმა, ეს ყველაფერი კი ამჟამინდელ კლუბში აბსურდული სიმკაცრით აღიქვეს. 

მიგვაჩნია, რომ ზივზვივაძის მიმართ ასეთი საქციელი არასამართლიანია და Sportall.ge საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
რეალურ მიზეზად კი ის ფაქტი მიგვაჩნია, რომ "ფეჰერვარი" ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს, ახლა სახლში დამარცხდა და კლუბმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა, განტევების ვაცად ბუდუ აქციეს. 

ბუდუმ არაერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალია, ის მოედანზე კლუბისთვისაც და ნაკრებისთვისაც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში გაურკვევლობას აქვს ადგილი, რის გამოც ჩვენებური დაისჯება. 

მსგავსი საქციელი მატჩის შემდეგ თავის ფეხბურთელს ისეთმა გუნდმაც კი "გაუტარა" როგორიც მადრიდის "რეალია". გეხსომებათ, ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ ედენ აზარი ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად როგორ ხალისობდა. 

Sportall.Ge

სპორტი და ფეხბურთი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ყველას გვაერთიანებს, მაგრამ მეორეა ადამიანური ურთიერთობები, რომელიც შენ ჩამოგიყალიბდა... მთავარია, მოედანზე თავი დადო, შენი გუნდისთვის თუ ნაკრებისთვის ბოლომდე იბრძოლო, თამაშის შემდეგ კი ყოფილ მეგობრებთან სახალისო ისტორიების გახსენებაც არ იქნებოდა ურიგო...

მიგვაჩნია, რომ ბუდუ ზივზივაძე თავის სიტყვას მომავალში კიდევ არაერთხელ იტყვის. ის თავის კლუბს იპოვნის და საქართველოს ნაკრებსაც დიდ დახმარებას გაუწევს.

Sportall.ge ამ რთულ პერიოდში მას სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს!

altზივზივაძე სკანდალში გაეხვია - ქართველის ქმედებებმა "ფეჰევარის" ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

altGeo Team: "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა

მკითხველის კომენტარები / 19 /
ბუდუ არის წესიერი და მაგარი ფეხბურთელი თუ არ ათამაშებენ ისევ გუნდი დაზარალდება ჰუნებმა ერთ ადგილას იკოცონ თუ ბუდუსნაირ ტექნიკურ და ძლიერ ფეხბურთელს სადმე იპოვიან!
ზაზა
12 ოქტომბერი 2022 16:02
1
უგუნდოთ არ დაიკარგება, მაგრამ სხვა დროისთვის გაითვალისწინოს, რომ გუნდი ერთი ცოცხალი მექანიზმია და ცალკე ტინგიცი, არ არის მისაღები, თან როცა შენი გუნდელები და ფანები, ცხელგულზეა.
ავაზა
12 ოქტომბერი 2022 15:48
28
ყოფილ თანაგუნდელებს და შენს ყოფილ ფანებს მიესალმო ტინგიცობა თუ ყოფილა არ ვიცოდი.
muro
12 ოქტომბერი 2022 15:58
1
კარგია. ვისურვებდი ფედერაციისგანაც მხარდაჭერას
კაპიტან გარდენბურგი
12 ოქტომბერი 2022 15:46
1
ევროპაში ვარ და ბევრი უნგრელი ვნახე. ცოტა შებერტყილი ხალხია. ორბანის არ იყოს.
ბუდუ ცოტაც და გადახვალ სადმე
გოგა
12 ოქტომბერი 2022 15:03
9
არასწორ აქცენტებს აკეთებთ, თორემ მხარდაჭერაზე უკეთესი არაფერია. ისე ერთი ბოდიში, რომ გადმოეგდო ფანებისთის - ცუდი არ იქნებოდა
დათო
12 ოქტომბერი 2022 15:02
31
რა დააშავა ისეთი რომ ბოდიში მოიხადოს? მგონი ეხლა უკვე ფეჰერვარელებს აქვს ბოდიში მოსახდელი
muro
12 ოქტომბერი 2022 15:40
0
სავსებით გეთანხმებით!!!...
ასეთი მხარდაჭერა დღეს მისთვის მნიშვნელოვანია!!!...
კობა
12 ოქტომბერი 2022 14:54
3

სიახლეები პოპულარული