კვარაცხელია იტალიაში საუკეთესოა! - ხვიჩას მორიგი უდიდესი მიღწევა "აიაქსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "აიაქსი" 4:2 დაამარცხა.

ქართველს მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. მან გოლი და შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რის გამოც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ "კვარას" ყველა ტურნირზე ერთად 12 შედეგიანი ქმედება (7 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა) მოუგროვდა, რითიც ის სერია A-ს ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა!

მოგეხსენებათ, ხვიჩას "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის საგზური გაინაღდა, ახლა იტალიის ჩემპიონატში გადაერთვება და 16 ოქტომბერს "ბოლონიას" მიიღებს. 

alt"კვარაცხელიასთან ერთად "ნაპოლი" 12 ფეხბურთელით თამაშობს" - "პარმას"

ექსდირექტორი

altსპალეტი: ბრავო, კვარაცხელია - თვალებში ვარსკვლავები წარმომესახა

altკვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "აიაქსს" სძლია და ორი ტურით ადრე გავიდა პლეი-ოფში [VIDEO]

altვინ, თუ არა ხვიჩა? - უეფამ ქართველი საუკეთესოდ აღიარა

მკითხველის კომენტარები / 5 /
იტალიაში საუკეთესოა. არადა რუსები რეებს იგესლებოდნენ მის იტალიაში ჩასვლამდე გინდ სტატიებში გინდ კომენტარებში.

"ნეაპოლი დუღს - ჩვენთან ფენომენი მოდის"

"ნეაპოლში უკვე იმდენად აღეგზნნენ რომ მას ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრედ ასახელებენ"

"დაანონსებულია "ზიზის" კაშკაშა იტალიური კარიერის დასაწყისი."

და აშ. ამეებს ირონიულად წერდნენ და იტალიელებს დასცინოდნენ რომ ხვიჩას ჩასვლამდე ქონდათ უკვე აჟიოტაჟი ატეხილი. სულელებოო ვინ მიგყავთო თან შურით სკდებოდნენ და ზუსტად ეგრე მოხდა ყველაფერი. ბრწყინავს იტალიაში ხვიშა უხდებათ რუსებს კოშმარები

Xisti.
06:59 14-10-2022
0
მაგარი კაცია კვარა! გენაცველე ჯიგარში! წარმატებები!! მთელს ერს გვაბედნიერებს და არამარტო ჩვენ ასევე მთელს ნეაპოლს! უფალი ფარავდეს ხვიჩას!
ირაკლი
19:57 13-10-2022
0

სიახლეები პოპულარული