რატომ ვერ გადავიდა მამარდაშვილი "აიაქსში" ზაფხულის ბოლო დღეებში - ჩაშლილი ტრანსფერის უცნობი დეტალები

AutoSharing Option
relevo.com-ი იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში "აიაქსში" ვერ გადავიდა.

მოგეხსენებათ, მაშინ იწერებოდა, რომ ჩვენებურის დამატება მანჩესტერულ გრანდებს, ასევე, "ტოტენჰემსაც" სურდათ, თუმცა, როგორც ჩანს, გარიგების დახურვასთან ყველაზე ახლოს ამსტერდამული გუნდი იყო.

მოკლედ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირას "აიაქსის" წარმომადგენლები ვალენსიაში იმყოფებოდნენ და "ღამურების" ბოსებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ.

ირკვევა, რომ ნიდერლანდელები მზად იყვნენ ქართველი კიპერის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა მათი მიზნები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში შეიცვალა. 

მათ ეს თანხა "სევილიადან" ლუკას ოკამპსოის დასამატებლად გაიღეს, კარი
კი ვეტერანებს - მარტინ სტეკელენბურეგსა და რემკო პასვეერს ანდეს.

relevo.com-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა და გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდა, ის "აიაქსის" დაკვირვების ქვეშ კვლავ არის და ნიდერლანდური კლუბი მის ტრანსფერს კვლავ ეცდება. წყარო წერს, რომ მამარდაშვილი მომავალ სეზონში "აიაქსის" კიპერობის მთავარ კანდიდატად განიხილება, რადგან სეზონის დასრულების შემდეგ ვეტერანი პასვეერი და სტეკელენბურგი წავლენ...
მკითხველის კომენტარები / 8 /
უნდა წავიდეს აიქსი იქნება თუ სხვა არ ააქ მნიშვნელობა ეს ვალენსია სულ ასე იქნება არც ფლავი არ ჩლავი, ვერაფერს მიაღწევს მამარდა ლიგაზე მოთამაშე ერთერთ გრანდში თუ არა კარგ გუნდში უნდა იყოს,
რრრ
19:27 13-10-2022
6
Am etapze da tan aset aiaqsshi gadasvla didi sisulele iqneba,chemi azrit sul male mamarda inglisis grands an espanetis super gundebs miashurebs...jer kidev aqvs ragaceebi dasaxvewi da amistvis es sezoni unda maqsimalurad gamoikenos...
Givi
19:15 13-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული