ამჯერად, "ნაპოლისა" და "კვარაზე" უცხოური გამოცემა Sporza.be ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
"კვარაცხელია წლის საუკეთესო ტრანსფერი ევროპაში"
ეს სიგიჟეა, "ნაპოლი" ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ გუნდად იქცა, ნამდვილად გაკვირვებული ვარ, კლუბმა გადაწყვიტა დინების საწინააღმდეგოდ წასვლა და გაუშვეს ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: დრის მერტენსი, კალიდუ კულიბალი, ფაბიან რუისი, აურელიო დე ლაურენტისს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მაგრამ სკაუტებმა
რაჰმანისა და კიმ მინ-ჯეს დუეტი დაცვაში საიმედოდ გამოიყურება, უნდა აღვნიშნოთ ფრან ზამბო-ანგისა, კამერუნელი "მარსელში" შესანიშნავად თამაშობდა, თუმცა "ფულემში" არაფერი გამოუვიდა, ახლა კი ლუჩანო სპალეტის ხელში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს, ახალ გუნდს იდეალურად შეეწყო ჯაკომო რასპადორი, იტალიელმა დრის მერტენსი შეცვალა, "პარტენოპეი" ჯანლუკა სკამაკას დამატების ვარიანტსაც განიხილავდა, მაგრამ არჩევანი 22 წლის მოთამაშეზე შეჩერდა.
გამორჩეული პროექტის არქიტექტორი ლუჩანო სპალეტია, სწორედ მან შეძლო აქამდე უცნობი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღება და მათი უმაღლეს დონეზე ათამაშება.
თუ გავითვალისწინებთ სერია A-ს წამყვანი გუნდების სათამაშო ფორმას, ამ სეზონში "ნაპოლის" პერსპექტივები იმედისმომცემად გამოიყურება, "იუვენტუსი" ცუდად ასპარეზობს, "ინტერი" და "მილანი" კი "პარტენოპეიზე" კარგ ფეხბურთს ვერ აჩვენებენ, ნეაპოლელებს ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზეც შეუძლიათ, იტალიელებმა "ლივერპული" და "აიაქსი" დამაჯერებლად დაამარცხეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი საუკეთესო ფორმისგან შორსაა, სპალეტის გუნდი მაინც პატივისცემას იმსახურებს" - წერს გამოცემა.
"კვარაცხელია "ნაპოლიმ" უფასოდ ჩაიგდო ხელში - "ტოტენჰემმა" შანსი ვერ გამოიყენა" - ინგლისელი ექსპერტი