ვფიქრობ, მალე "ნაპოლის" დატოვებს, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეა" - ანტონიო კასანო კვლავ ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
"რომასა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "ინსტაგრამზე" ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

იტალიელი "კვარას" თამაშით კვლავ აღფრთოვანებულია და მისი აზრით, მალე "ნაპოლის" დატოვებს.

"ყველაზე შთამბეჭდავი არა მისი თამაში, არამედ პიროვნული მხარეა, როდესაც 22 წლის ხარ და საქართველოდან სრულიად განსხვავებულ ჩემპიონატში ასეთ შედეგებს აფიქსირებ, წარმოუდგენელია, დიდი პატივისცემა "ნაპოლის", თუმცა მალე მსოფლიოში ყველაზე ძლიერ კლუბში ითამაშებს, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეა, თუ ჯეკ გრილიში "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობს, მას შეუძლია ინგლისელს ცალი ფეხით აჯობოს, რადგან უფრო დიდი ხარისხი აქვს და მეტად კრეატიულია, ვიდრე
გრილიში, ეს ბიჭი ძალიან მომწონს" - განაცხადა კასანომ.

"ნაპოლი" მორიგ მატჩს 16 ოქტომბერს, "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"სასწრაფოდ იყიდეთ კვარაცხელია!" - როგორ ეტრფის მაურიციო სარი ხვიჩას 2019 წლიდან

alt"თუ "რეალი" კვარაცხელიას ყიდვას მოისურვებს და "ნაპოლის" მიმართავს..." - პრემიერლიგაში ნამუშევარი სკაუტი ხვიჩაზე


მკითხველის კომენტარები / 10 /
არ გადავა არსად
გიორგი
17:37 22-10-2022
0
მასე მანჩესტერის გერბი ე.შ.მაკისაა
გიორგი
21:03 18-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული