დიდებული კვარაცხელიას მორიგი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-10 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბოლონია“ 3:2 დაამარცხა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, დიდი ძალებით უტევდნენ, კვარაცხელია ყველასგან გამორჩეული იყო, მეურვეები ვერ აკავებდნენ, ჯერ ეუხეშნენ და ტრავმას გადაურჩა, შემდეგ სამი ისეთი პასი გააკეთა, პარტნიორებს უთუოდ რომ უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ ვერ იხეირეს და დაისაჯენ კიდეც - კონტრშეტევაზე სტუმრები ზირკზეემ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ჟეზუსმა ანგარიში გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა ფლანგიდან მცველს გაექცა, ცენტრისკენ შეიწია, მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ლოსანომ დაასწრო. მერე
მერეტმა არგასაშვები გაუშვა და ბაროუმ თანაფარდობა აღადგინა. 69-ე წუთზე „კვარამ“ ფილიგრანული პასით ოსიმენი გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა და მან ნეაპოლელები წინ გაიყვანა. 81-ე წუთზე ზილენსკის შორიდან დარტყმული ბურთი რიკოშეტით ხარიხას მოხვდა და შეხვედრა 3:2 დასრულდა.

კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ ლიდერობა დაიბრუნა, მეორეადგილოსანი "ატლანტა" 2 ქულით ჩამოიტოვა და 23 ოქტომბერს გასვლაზე „რომას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბოლონია 3:2
გოლები: 0:1 ზირკზეე (41), 1:1 ჟეზუსი (45), 2:1 ლოსანო (49), 2:2 ბაროუ (51), 3:2 ოსიმენი (69)

მკითხველის კომენტარები / 60 /
ყოველ ბურთის მიღებაზე საოცარი მოძრაობები, არ ვიცი
გუჯა
12:38 17-10-2022
1
Napolis kvela tamashi ertnairad iwkeba,gamudmebulad kvela pasebs adzlevs politanos romelic ushedegod daatrevs burts windaukan... daaxloebit 20-25 wuti ase grdzeldeba,kvaras dasawkisshi titqos veravin amchnevs pass aravin adzlevs,mere rogorc iqneba miigebs burts da goli an dzalian magari momenti iqmneba...Napoli igebs kvaras kvela aqebs...ver gavige es taqtikaa tu dasawkisshive ratom ar sheidzleba kvaras flanigan tamashis awkoba????
Givi
12:26 17-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული