იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლიმ" "ბოლონია" 3:2 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ჩინებული შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რითაც მისი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გააკვირვა.
სპორტულმა საიტ Sofascore-მა "კვარას" 8.3 შეფასება მისცა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.
შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში კი სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
"ჰეი ტრეკანი (ჯოვანი ტრეკანიმ იტალიური ენციკლოპედია დაარსა), კვარაცხელიასთან დაკავშირებით განმარტება ხომ არ გაქვთ".
ხვიჩა მატჩიდან მატჩამდე უმატებს, რაც ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთიორად სასიხარულოა.