"საქმე იქით მიდის, რომ ხვიჩა 1 მატჩში 1 გოლსა და ასისტს შემოგვთავაზებს" - "მილანისა" და "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი ქართველით აღტაცებულია

AutoSharing Option
დიეგო არმანდო მარადონას სახელობის მოედანზე სერია A-ს ლიდერმა "ნაპოლიმ" "ბოლონია" 3:2 დაამარცხა... უნდა აღინიშნოს, რომ ტიაგო მოტას ბიჭებმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს და დიდი ხნის განმავლობაშიც "პარტენოპეის" მნიშვნელოვან 2 ქულას აკარგვინებდნენ.

მატჩის მიწურულს ნეაპოლელთა ერთ-ერთმა პროტაგონისტმა ხვიჩა კვარაცხელიამ ოსიმენს კევინ დე ბრუინის სტილში ჩინებული გადაცემა გაუკეთა და ტაბლოზეც საბოლოო ანგარიში გამოისახა.

DAZN-თან პირდაპირ ეთერში ხვიჩას ყოფილი ფეხბურთელი, ჯამპაოლო პაზინი აქებს... "მილანისა" და "ინტერის" ექსშემტევმა ქართველზე თქვა, რომ სერია A-ს ოქროს ბიჭუნაა, მეტიც, რაფაელ ლეაოსა და მილინკოვიჩ სავიჩზე უკეთესი ფეხბურთელია, ამ სამეულიდან
77-ნომრიან ბიჭუნას აირჩევდა.

"ვფიქრობ, ეს ხედვა დამსახურებულია, რადგან ის ყველას გაოცებას აგრძელებს. ის უწყვეტად გვაჩვენებს წარმოუდგენელ ფეხბურთს, ძლიერი ბიჭია და საკუთარი უნარების კიდევ უფრო მეტად განვითარება შეუძლია. საქმე იქითკენ მიდის, რომ ხვიჩა მატჩში საშუალოდ 1 გოლსა და ასისტს შემოგვთავაზებს" - განაცხადა პაზინიმ.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ "ნაპოლიში" უკვე 14 მატჩი ჩაატარა და თავი 7 გოლსა და 6 საგოლე გადაცემას მოუყარა, ასევე, 3 პენალტიც გამოიმუშავა.

მომზადებულია spazionapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
წელს უეჭველი სკუდეტოს დადებენ და ხვიჩას სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებენ და ნეაპოლში ძეგლსაც დაუდგავენ
მამუკა
18:11 17-10-2022
0
ჩემი ღრმა რწმენით ხვიჩა არის ის ვინც ნაპოლის აიყვანს უმაღლეს მწვერვალზე და დავამატებ ეროვნულ ნაკრებსაც ერთ ერთ იძლიერესს გახდის თუ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელები მოინდომებენ და გვერდში დაუდგებიან
ზაზა
14:31 17-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული