იტალიური "ემპოლის" მარცხენა მცველმა ფაბიანო პარიზიმ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, გთავაზობთ ნაწილს, რომელშიც იტალიელ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს:
"ის მე არ მაშინებს, იმის გათვალისწინებით, რომ ნახევარდაცვიდან მცველად დავიხიე, დაცვით ფაზაში საგრძნობლად მოვუმატე. კვირიდან იყოკვირამდე ჩემს შესაძლებლობებს ვაუმჯობესებ, დიდებული ჩემპიონების არ მეშინია".
"ემპოლისა" და "ნაპოლის" შეხვედრა 8 ნოემბერს გაიმართება. მოახერხებს თუ არა იტალიელი ქართველი ვუნდერკინდის შეჩერებას, ამას ერთად ვნახავთ.