უდიდესი აღიარება! - კვარაცხელია 2023 წელს "ოქროს ბურთის" მოპოვების ფავორიტთა სიაშია

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა საიტმა Goal-მა 2023 წელს "ოქროს ბურთის" მაძიებელთა ოცეული დაასახელა, თუ ვინ შეიძლება გახდეს France Football-ის ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა და უდიდეს სიამაყეს იწვევს ის ფაქტი, რომ საუკეთესო ოცეულის სიაში მოხვდა "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მე-15 პოზიცია ირგუნა.

Goal-მა ეს 20 ფეხბურთელი 2022/23 წლების სეზონის სტარტზე ნაჩვენები თამაშით გამოარჩია. სიას პსჟ-ის ფეხბურთელი ლეო მესი ლიდერობს, შემდეგ კი ასევე ამ გუნდის ვარსკვლავები - ნეიმარი და კილიან მბაპე მოდიან.

ოცეული ასე გამოიყურება:

1) ლიონელ
მესი (პსჟ)
2) ნეიმარი (პსჟ)
3) კილიან მბაპე (პსჟ)
4) ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
5) რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
6) ვინისიუსი (რეალი)
7) კევინ დე ბრუინი (სიტი)
8) ქარიმ ბენზემა (რეალი)
9) მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
10) ფილ ფოდენი (სიტი)
11) ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
12) ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
13) გაბრიელ ჟეზუსი (არსენალი)
14) სადიო მანე (ბაიერნი)
15) ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
16) ლეროი სანე (ბაიერნი)
17) რაფაელ ლეაო (მილანი)
18) კოდი გაკპო (პსვ)
19) ფედერიკო ვალვერდე (რეალი)
20) ჯუდ ბელინგამი (დორტმუნდი)
მკითხველის კომენტარები / 54 /
ხვიჩახე კაი სუბიექტურები ვართ ფა ჩვენთვის გვიხადია ეს ყველაფერი, მარა ჰალანდი მბაპეს უკან რა პონტშია ან ვალვერდე სადაა ვაბშე სულ ბოლოში, დაფრინავს ტიპი, გოლ.კომ წადი ფიში ქენი დაიძინე ))))
რა მაფიაა?
00:59 21-10-2022
2
არ გვინდა ზედმეტი ეიფორია, ეს არის საპროგნოზო ვერსია, ასეც უწერით საიტზე.. ამიტომ ეგ სრულიად ხვიჩაზე და ტრამვებზეა დამოკიდებული თავში იქნება თუ ბოლოში.. წარმატებები კვარას
papai
12:55 20-10-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული