ხვიჩა ინგლისური გრანდების რადარებში - საქმეში კლოპი და გვარდიოლა არიან

AutoSharing Option
Calciomercato წერს, რომ პრემიერლიგის გრანდები "სიტი" და "ლივერპული" "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესდნენ.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ეს გუნდები ჩვენების განვითარებას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ.

ხვიჩამ "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს თავი უკვე დაამახსოვრა. მან ჩემპიონთა ლიგაზე "მერსისაიდელთა" წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, ერთი შეხვედრა კი 26 ოქტომბერს უკვე "ენფილდზე" ელის.

თავის მხრივ, "კვარას" გაყიდვას ნეაპოლელები არ იჩქარებენ. როგორც გუშინ ვწერდით, კლუბის მიზანია, ქართველს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივოს, ხელფასი გაუზარდოს და ამ ნაბიჯით მსოფლიო გრანდები დააფრთხოს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველაფერს წყვეტს დიდი ფული რაც არ უნდა ვისურვოთ გულშემატკივრებმა.ხოლო ყველაზე დიდი ფული ინგლისში ტრიალებს.მხოლოდ რეალი,პსჟ და ბაიერნი უწევენ კონკურენციას.საუბედუროდ ბარსა უკვე ვეღარ.ნაპოლისნაირ გუნდში როგორც კი ვარსკვლავი გამოჩნდება დიდი დიდი ორი წელი დაიტოვონ იმიტომ რომ გადაუხდიან 10-ჯერ მეტ ხელფასს და მორჩა.ასე იქნება ხვიჩას შემთხვევაშიც.რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატებს,ინგლისი ყველაზე საინტერესოა.აბა საფრანგეთი სუფთა ჭაობია როდესაც პსჟ-ს წინააღმდეგობას საერთოდ ვერავინ უწევს.მოკლედ თუ ასე გააგრძელა ხვიჩა მაქსიმუმ 2 წელი დარჩეს ნაპოლიში.
temo
14:08 21-10-2022
0
ეს პრემიერლიგა ძალიან არ მევასება რა. ვფიქრობ ბრაზილიელს, არგენტინელს და ქართველს იქ არაფერი ესაქმება!
დაბეჯითებით მჯერა, რომ ესპანეთი და იტალი ბევრად უკეთესია განვითარებისთვის, ვიდრე გაურკვეველი ფეხბურთის სტილს მიმდევარი ინგლისის პრემიერლიგა, სადაც მორბენალი ფეხბურთელები თამაშობენ!...
ლაშა
18:42 20-10-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული