აღნიშნული წყაროს ცნობით, ეს გუნდები ჩვენების განვითარებას დააკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ.
ხვიჩამ "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს თავი უკვე დაამახსოვრა. მან ჩემპიონთა ლიგაზე "მერსისაიდელთა" წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, ერთი შეხვედრა კი 26 ოქტომბერს უკვე "ენფილდზე" ელის.
თავის მხრივ, "კვარას" გაყიდვას ნეაპოლელები არ იჩქარებენ. როგორც გუშინ ვწერდით, კლუბის მიზანია, ქართველს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივოს, ხელფასი გაუზარდოს და ამ ნაბიჯით მსოფლიო გრანდები დააფრთხოს.
დაბეჯითებით მჯერა, რომ ესპანეთი და იტალი ბევრად უკეთესია განვითარებისთვის, ვიდრე გაურკვეველი ფეხბურთის სტილს მიმდევარი ინგლისის პრემიერლიგა, სადაც მორბენალი ფეხბურთელები თამაშობენ!...
მთავარია მაგარ გუნდშია და იქ უნდა დარჩეს!
მანჩესტერ იუნაიტედი სად არის ვერ ხედავთ?
ეძახეთ გრანდი. მართლა გრანდ ლივერპულს რა უქნა ნაპოლიმ კი ვნახეთ!
ხვიჩა ჯერ-ჯერობით სრულად - ბოლომდე არ გახსნილა და უფრო გასაოცარ თამაშსაც გვაჩვენებს მომავალში, ამიტომ ჯობია დარჩეს და განვითარდეს იქ სადაც არის, სადაც მწვრთნელმა, გუნდმა და მაყურებელმა უკვე აღიარა და შეიყვარა.
იგლისელებს კი ვურჩევდი: საქართველოში თვითონ აღმოაჩინონ, შეარჩიონ, გამოზარდონ და განავითარონ სხვა საფეხბურთო ტალანტები, რომლებიც უფლის შემწეობით არიან და კიდევაც იქნებიან.