შოთა არველაძე შეიძლება ცნობილი კვიპროსული გუნდის მწვრთნელად დანიშნონ

AutoSharing Option
თურქული "ფანატიკის" ცნობით, შოთა არველაძემ, რომელიც 30 სექტემბერს გაათავისუფლეს "ჰალ სიტის" მწვრთნელის პოსტიდან, შეიძლება მალე კვიპროსის "ომონია" ჩაიბაროს.

ნიქოზიურმა კლუბმა ახლახან დაითხოვა სამუშაოდან გუნდის თავკაცი ნილ ლენონი და გამოცემა წერს, რომ არაა გამორიცხული, "სელტიკის" ყოფილი ლეგენდა "რეინჯერსის" ყოფილმა ლეგენდამ შეცვალოს.

აგრეთვე განიხილება 42 წლის ბელგიელი იანიკ ფერერას კანდიდატურა. მან ცოტა ხნის წინ დატოვა საუდის არაბეთის "ალ-ფატეხი". კვიპროსული kerkida-ს მტკიცებით, ფერერასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

"ომონიას" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 7 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 9 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ადამიანის წარუმატებლობა ნამდვილად არ მახარებს,მაგრამ დარწმუნებული ვარ ცნობილ კვიპროსულ გუნდს ის დაემართება რაც ცნობილ ინგლისურ გუნდს დაემართა.
ენძო
11:05 21-10-2022
10
ცნობილი კვიპროსული გუნდი? რეალი, ბაიერნი, პსᲟ, მანᲩესტერი Თუ იუვენტუსი???
გრიᲨო
07:43 21-10-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული