საგოლე პასი მოედნის ცენტრიდან - "ჩაკვეს" მორიგი კარგი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 ოქტომბერს სლოვაკეთის ლიგის მე-15 ტურში ბრატისლავის "სლოვანი" "სკალიცას" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა, გურამ კაშიამ, ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს.

58-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მოედნის ცენტრიდან ულამაზესი პასით ტიგრან ბარსეგიანი მეკარესთან პირისპირ დატოვა, სომეხ ფეხბურთელს გოლის გატანა არ გასჭირვებია, "ჩაკვემ" საგოლე გადაცემა ზედიზედ 4 მატჩში შეასრულა, ქართველი ფეხბურთელი კარგად გამოიყურება და საუკეთესო ფიზიკურ ფორმას უახლოვდება.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ჩემპიონატში 32 ქულით პირველ ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 30 ოქტომბერს "მიკულასის" წინააღმდეგ გამართავს.

altმოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო

იყო - ჩაკვეტაძის მორიგი ასისტი და შესანიშნავი მატჩი "სლოვანში" [VIDEO]

altჩაკვეტაძე "სლოვანში" გამორჩეულად მაღალი დონისაა - გიორგის სწრაფი პროგრესი

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=0JhJHVufP44
ქ. გ.
07:28 22-10-2022
0
მოდი ბიძია მოდი კაი საქმეზე მოდიხარ. ) მაინტერესებს უცხოელების რეაქცია ხვიჩას გარდა ამას და კიდე ბევრს რომ დაინახავენ, ეგ იქნება ცივი ლურსმანი იმათ კუბოში ვისაც საქართველო ერთი უმნიშვნელო ერი გონია და კვარაცხელიაში გაგვიმართლა ვითომ ყარაულის თოფი რომ გაისვრის 100 წელიწადში
Bidzia.
01:19 22-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული