საგოლე პასი მოედნის ცენტრიდან - "ჩაკვეს" მორიგი კარგი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 ოქტომბერს სლოვაკეთის ლიგის მე-15 ტურში ბრატისლავის "სლოვანი" "სკალიცას" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა, გურამ კაშიამ, ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს.

58-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მოედნის ცენტრიდან ულამაზესი პასით ტიგრან ბარსეგიანი მეკარესთან პირისპირ დატოვა, სომეხ ფეხბურთელს გოლის გატანა არ გასჭირვებია, "ჩაკვემ" საგოლე გადაცემა ზედიზედ 4 მატჩში შეასრულა, ქართველი ფეხბურთელი კარგად გამოიყურება და საუკეთესო ფიზიკურ ფორმას უახლოვდება.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ჩემპიონატში 32 ქულით პირველ ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 30 ოქტომბერს "მიკულასის" წინააღმდეგ გამართავს.

altმოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო

იყო - ჩაკვეტაძის მორიგი ასისტი და შესანიშნავი მატჩი "სლოვანში" [VIDEO]

altჩაკვეტაძე "სლოვანში" გამორჩეულად მაღალი დონისაა - გიორგის სწრაფი პროგრესი

მკითხველის კომენტარები / 7 /
მოდი ბიძია მოდი კაი საქმეზე მოდიხარ. ) მაინტერესებს უცხოელების რეაქცია ხვიჩას გარდა ამას და კიდე ბევრს რომ დაინახავენ, ეგ იქნება ცივი ლურსმანი იმათ კუბოში ვისაც საქართველო ერთი უმნიშვნელო ერი გონია და კვარაცხელიაში გაგვიმართლა ვითომ ყარაულის თოფი რომ გაისვრის 100 წელიწადში
Bidzia.
01:19 22-10-2022
1
მადლობა ვლადიმერ ვაისს ყველაფრისთვის რას ნიშნავს როცა მწვრთნელი გენდობა და ზჯერა შენი იცის შენი პოტენციალი და გაცლის თამაშს მე ადრეც დავწერე რომ ჩაკვეს სჭირდებოდა ისეთი გუნდი და ისეთი მწვრთნელი რომელიც მისცემდა თამაშის საშუალებას და აცლიდა შეიძლებოდა 10-12 მატჩი არაფერი გაეკეთებინა მაგრამ მაინც აცლიდა და ზუსტად ასე მოხდა 10 ზე მეტი მატჩი ჩაკვეს არ გამოზდიოდა არაფერი მშრალი სერია ქონდა მაგრამ ამ ნდობამ ყურადღებამ მონდომებამ და ყველაფერმა რაც მწვრთნელმა მისცა თავის საქმე გააკეთა და ჩაკვემაც დაიწყო თამაში და მე დარწმუნებული ვარ ჩაკვე უკვე აღარ გაჩერდება წარმატებები და შედეგი აწი ნახეთ მალე იხილავთ ძველ ჩაკვეს და მადლობა ვაის კაშია და ჯაბას ამ ბიჭს რომ დაუდგნენ გვრდში და მიიღეს გუნდში სრულფასოვნად წარმატებები.
გელა
01:08 22-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული