ევროპის წამყვანი კლუბების მიერ ხვიჩა კვარაცხელიასადმი მზარდი ინტერესის გამო, "ნაპოლი" ქართველს კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასსაც გაუზრდის, - იტყობინება CalcioNapoli24 SportMediaset-ზე დაყრდნობით.
აღნიშნულ საკითხებზე ნეაპოლურმა კლუბმა კვარაცხელიას აგენტებთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები.
"ნაპოლის" უნდა ხვიჩას 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება 1 სეზონით გაუხანგრძლივოს და ანაზღაურება გაუორმაგოს.
"კვარას" წლიური გასამრჯელო 1 მილიონი ევროა (გადასახდების გადახდის შემდეგ) - გუნდში ერთ-ერთი დაბალი.
კვარაცხელია "ნაპოლიმ" ამჟამინდელი სატრანსფერო ფასებით საკმაოდ იაფად, 10 მილიონ ევროდ შეიძინა და გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა.