"ნაპოლი" დაბალანაზღაურებადიან კვარაცხელიას გასამრჯელოს გაუორმაგებს

AutoSharing Option
ევროპის წამყვანი კლუბების მიერ ხვიჩა კვარაცხელიასადმი მზარდი ინტერესის გამო, "ნაპოლი" ქართველს კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასსაც გაუზრდის, - იტყობინება CalcioNapoli24 SportMediaset-ზე დაყრდნობით.

აღნიშნულ საკითხებზე ნეაპოლურმა კლუბმა კვარაცხელიას აგენტებთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები.

"ნაპოლის" უნდა ხვიჩას 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება 1 სეზონით გაუხანგრძლივოს და ანაზღაურება გაუორმაგოს.

"კვარას" წლიური გასამრჯელო 1 მილიონი ევროა (გადასახდების გადახდის შემდეგ) - გუნდში ერთ-ერთი დაბალი.

კვარაცხელია "ნაპოლიმ" ამჟამინდელი სატრანსფერო ფასებით საკმაოდ იაფად, 10 მილიონ ევროდ შეიძინა და გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Კვარას ხელფასი მინიმუმ 5 მილიონი უნდა იყოს ესაა რეალური ფასი. Გადახედეთ ბაზარს და მიხვდებით. Რითია დიბალაზე და ვლაჰოვიჩზე ნაკლები.
Გაბო
20:50 22-10-2022
1
მართლაც უკვე იმსახურებს ამ ეტაპზე 5 მილიონს არა უშავს როდესაც სკუდეტოს და ლიგას მოიგებს მერე უკვე მაგასაც დაუნიშნავენ!
ზაზა
22:39 22-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული