ბადრი კვარაცხელია ხვიჩაზე - "კი არ გაამართლა, დაამტკიცა, რაც შეუძლია"

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ყოფილმა ფეხბურთელმა ბადრი კვარაცხელიამ, რომელიც ოჯახთან ერთად იტალიაში იმყოფება, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ნეაპოლელთა ქართველი გარემარბის შესახებ ისაუბრა:

"როცა "ნაპოლის" სტადიონის ტრიბუნებზე ხარ და შენს გვარს 60 ათასი გულშემატკივარი სკანდირებს, ამ გრძნობის გადმოცემა შეუძლებელია. მით უმეტეს, საქართველოს ჩემპიონატიდან წამოსული ფეხბურთელი ასე რომ ითამაშებს...

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ხვიჩა თავიდანვე ამას შეძლებდა. მან კი არ გაამართლა, დაამტკიცა, რაც შეუძლია...

გუნდში ჯგუფები არ არის, ერთიანობაა. მეგობრული დამოკიდებულება იგრძნობა. ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს...

ხვიჩა დილის 8 საათზე ვარჯიშზე
მიდის, დაახლოებით 14:00 საათვისთვის დაღლილი ბრუნდება და ისვენებს. ერთი დღე ჰქონდა დასვენება და ქალაქში გავისეირნეთ...

ჩვენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ არავის უსაუბრია. ამ ეტაპზე, ხვიჩა ამაზე არც ფიქრობს, მხოლოდ თამაშებზეა გადართული...

ხვიჩა გამოხმაურებებს ეცნობა, თუმცა მასზე ეს საერთოდ არ მოქმედებს".

altმატჩის დღე! კვარაცხელიას რომში შეჩერებას ამჯერად მოურინიო ეცდება

altქინქლაძის როლი კვარაცხელიას "სიტიში" ტრანსფერში - რას იმედოვნებს მანჩესტერული გუნდის ხელმძღვანელობა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ზუსტად რომ დაამტკიცა რაც შეუძლია და არა გაუმართლა და კიდევ როგორც ამასწინად ეკრანიდან ვიღაც ამბობდა-თავხედი და ნაგლიაო,არავის უჯერებდა და იმიტომაა ნაპოლიშიო.ხვიჩამ დაამტკიცა,სხვა დონეზეა,მტკიცე ხასიათი აქვს და ყველაფრისთვის მზადაა უკვე.
გია
19:47 24-10-2022
0
ბადრი დიდი მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვის!
ზაზა
11:16 24-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული