სურვილი აქვთ, ფული - არა - "იუვენტუსი" მამარდაშვილის შეძენას ვერ შეძლებს

AutoSharing Option
uvelive-მ ქართველ ფეხბურთელებზე გიორგი მამარდაშვილზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ხვიჩა "ნაპოლიში" ბრწყინავს და გულშემატკივრები ჭკუიდან გადაიყვანა, მაგრამ ეს ფეხბურთელების სამჭედლოდან გამოსული საქართველოდან, რომელიც დიდ ევოლუციას განიცდის, ერთადერთი ფეხბურთელი როდია, ვინაც ყურადღებას იქცევს.

გამოცემა ყურადღებას "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილზე ამახვილებს და წერს, რომ ის თამაშს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს, სავსებით ნორმალურია მისით რამდენიმე ტოპ-კლუბის და მათ შორის "იუვენტუსის" დაინტერესება, პრობლემა კი ახლახან "ვალენსიასთან" 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელებული კონტრაქტია და ვისაც ქართველის შეძენა მოუნდება, დაახლოებით 70 მილიონი ევროს გადახდა
მოუწევს.

"ოცნების ტრანსფერის განსახორციელებლად და მომავალი წლის ზაფხულში მამარდაშვილის ტურინში ჩამოსაყვანად სწორედ ამ თანხის გადახდაა საჭირო, რაც "ბებერი სინიორასთვის" აბსოლუტურად მიუწვდომელია", - ასკვნის uvelive.


მკითხველის კომენტარები / 2 /
სურვილი თუ აქვთ, ფულსაც ნახავენ.
მაგალითად, გაყიდიან 2 ფერხბურთელს.
ქ. გ.
09:21 24-10-2022
0
როგორც მარჩელო მასტროიანი ამბობს ფილმში "ქორწინება იტალიურად": - სურვილი მაქვს, მაგრამ?...
პლეხანოვზე გაზრდილი
22:09 23-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული