აქტიური კვარაცხელია - "ნაპოლიმ" "ოლიმპიკოზე" გაიმარჯვა და ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-11 ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „რომა“ მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ნეაპოლელთა ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო. მართალია, საგოლე მოქმედებით ვერ გამოირჩა, თუმცა ძალიან სასარგებლო გახლდათ.

პირველ ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, გუნდები პრესინგს მიმართავდნენ, ერთმანეთს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდნენ და კვარაცხელიამდე ბურთი იშვიათად მიდიოდა. მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისკენ, როდესაც ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და სმოლინგმა დაუბლოკა. 38-ე წუთზე ნდომბელე მეკარე პატრისიოსთან პირისპირ გავიდა, გაზონზე აღმოჩნდა, მსაჯმა ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა.

შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ. ლოსანოს გატანა გოლკიპერმა
არ დაანება. ცოტა ხანში ხვიჩა ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა. მის დარტყმულ ბურთს ისევ სმოლინგი გადაეღობა და ვარდნაში გადაარჩინა თავისი გუნდი. 58-ე წუთზე „კვარაზე“ მოედნის ცენტრში თამაშის წესები დაარღვიეს, რაც რომაელთა მწვრთნელმა მოურინიომ გააპროტესტა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე სწრაფი კონტრიერიშისას ოსიმენი პატრისიოსთან ერთი-ერთზე გავიდა და მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ, უწია მე-80 წუთზე - მახვილი კუთხიდან გაიტანა და ნეაპოლელები დააწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშიდან გამომდინარე დედაქალაქელებს უნდა შეეტიათ, უპირატესობას "ნაპოლი" ფლობდა, უკეთესი გუნდი იყო და გაიმარჯვა კიდეც.

"ნაპოლიმ" ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრაში იმარჯვა და 1986 წელს დამყარებული თავისი რეკორდი გაიმეორა - მაშინ ნეაპოლელთა რიგებში მარადონა თამაშობდა.

„ნაპოლი“ 29 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს და 29 ოქტომბერს ჩემპიონატზე „სასუოლოს“ უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“

რომა - ნაპოლი 0:1
გოლი: ოსიმენი (80)

მკითხველის კომენტარები / 48 /
ხვიჩას მართალია არ ჰქონდა შთამბეჭდავი თამაში..ძალიან მკაცრ დაცვას ეთამაშებოდნენ...ორი სიახლოვეს ორიც დაზგვევაზე...თუ დააკვირდით ორჯერ ზემოდან კადრი გამოჩნდა..ფაქტიურად ნახევარი გუნდზე მეტი ხვიჩას კრაიზე იყო გადმოსული..ცდილობდნენ რაც შეიძლება მაქსიმალურად შეეზღუდათ სივრცეები...არ გამოვრიცხავ რომ ეს სპალეტის დავალებაც იყო..რომ ცენტრს და მარჯვენა ფლანგს გაცილებით თავისუფლად ეგრძნოთ თავი...ასე იყო მილანთანაც და ფიორესთანაც..
ბუჯანგა
23:18 01-11-2022
0
რამდენს დაწყდა გული რომას წაგებაზე... თქვე "კაი" დედ-მამიშვილებო ასეთი ქართველთ მოძულეები რა დედ-მამამ აღგზარდათ? რომას მაისურებით დადიან სტადიონზე და თავი ვიღაცა გონიათ... ნულია თქვენი ფასი! რეალს ვგულშემატკივრობ 2001 წლიდან, მაგრამ ნაპოლი რეალს რომ შეხვდეს რათქმაუნდა ნაპოლის ვუგულშემატკივრებ ხვიჩას გამო, რეალი სლოვანს რომ შეხვდეს სლოვანს და ასე შემდეგ. არსად თქვათ ქართველი ვარო, ქართველები კი არა მანქურთები ხართ!
ემიგრანტი
21:09 28-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული