მამარდაშვილი არასტაბილურ "ვალენსიაში" და გატუზოს მთავარი პრობლემა - გიორგი ტოპკლუბში გვჭირდება!

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გულშემატკივარი აღნიშნავდა, რომ ბოლო დროს გიორგი მამარდაშვილის შესახებ იმდენი აღარ იწერება, რამდენიც ადრე და ამას, გარკვეულწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს უკავშირებდა. შესაძლოა, ამას ერთგვარად, დავეთანხმოთ კიდეც. სეზონის დასაწყისში ქართველი მეკარის "ვალენიას" ახალი მთავარი მწვრთნელის, ლეგენდარული ჯენარო გატუზოს სტილზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე ვრცლად დავწერეთ. "ღამურების" თამაშში ერთი პერიოდი აღმსავლა შეინიშნებოდა და ეს სატურნირო ცხრილშიც  აისახა, მთავარი გამოწვევები კი ისევ ძალაში დარჩა.

გატუზოს ენერგიითა და ვნებით ადგილობრივი პუბლიკა ძალიან კმაყოფილია. იტალიელმა ემოციურობის გამო გაფრთხილება უკვე სამჯერ მიიღო. თუმცა ყველაფერი ეს
საკმარისი ვერ იქნება...

Sportall.Ge

"ვალენსიას" წელს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს. კლუბის ხელმძღვანელობამ მოთამაშეები გუნდიდან თამამად გაუშვა (იგივე კაპიტანი კარლოს სოლერი პსჟ-ში), რაც კარგ ტონად მაინც ვერ ჩაითვლება. ასეთი მიდგომით სტაბილურობა მართლაც რთულია. მოლოდინების გამართლებაც სათანადო არაა. მაგალითად, "ბარსელონადან" იჯარით დიდი იმედებით აყვანილმა 20 წლის ნიკო გონსალესმა 11 მატჩში ბევრი ვერაფერი შემოგვთავაზა. გატუზომ გუნდის გამოცდილი მოთამაშით გაძლიერება გადაწყვიტა და ურუგვაელი ედინსონ კავანი გადაიბირა, რომელსაც ისევ გააქვს, მაგრამ...

ვალენსიელთა უკანასკნელი 3 მატჩი რომ განვიხილოთ. როგორც "ელჩესთან", ასევე "სევილიასთან" და "მალიორკასთან", გუნდი იგებდა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა. გატუზოს საკუთარ კართან "კედლის აღმართვაც" არ გამოსდის და გუნდი ვერც მწვრთნელის სურვილს ასრულებს, მუდმივად მეტოქის კართან ახლოს იყოს. იტალიელი სპეციალისტის ხედვები და გეგმები მეტოქე მწვრთნელებისთვის თითქოს იოლად გასაშიფრი გახდა. რას ვხედავდით "მალიორკასთან" - ჯენაროს შემტევები შემოჰყავდა, თუმცა მათი ბურთით მომარაგება რთული იყო.

ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი თითქოს კომფორტულ ვითარებაშია. როცა პრობლემებზეც საუბრობს,  მუდმივად უთითებს, რომ გუნდი ახალგაზრდულია. "ვალენსიამ" თითქოს არ იცის, ანგარიშში დაწინაურების შემდეგ როგორ ითამაშოს. "რინო" თვითკრიტიკულიცაა: "ასეთი თამაშების წაგება მიუღებელია. მე მაქვს ვალდებულება გავაგრძელო, ვილაპარაკო, ვიმუშაო... გამოვასწორო ყველაფერი, რაც ბოლო თვეებში გვკლავს."

Sportall.Ge

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მას გატუზოს მხრიდან განსაკუთრებული ნდობა აქვს და რეალური კონკურენტის გარეშე ასპარეზობს. როცა მეკარეზე დიდი დატვირთვა მოდის, რთულია, "მშრალი" მატჩები გქონდეს. "მამარდა" ბევრი დასამახსოვრებელი "სეივითაა", თუმცა შეცდომებსაც უშვებს, რაც ბუნებრივი ამბავია. ასაკთან ერთად, გიორგი კიდევ უფრო საიმედო და თავდაჯერებული უნდა გახდეს. უკანასკნელი 3 დაპირისპირება რომ ვახსენეთ, "ღამურების" დაცვის ხაზი სხვადასხვა მოთამაშით იყო დაკომპლექტებული, რაც სტაბილურობაზე არ მიუთითებს. გუნდური თავის დაცვის მექანიზმები სათანადოდ თუ არ იქნება ჩამოყალიბებული, მხოლოდ მამარდაშვილის განსაკუთრებული თამაშის იმედად "მშრალი" კარი არ მიიღწევა.

ქართველი მეკარის შემთხვევაში თამამად ვიტყვით - იმედია, "იუვენტუსის", "მანჩესტერისა" და სხვა კლუბების მხრიდან დაინტერესება რეალობად რაც შეიძლება მალე იქცევა - გიორგის უფრო ამბიციური და მაღალი დონის კლუბი სჭირდება!

სეზონის დასაწყისში რასაც ვწერდით, ახლაც დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება - ჯენარომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, მის ფეხბურთელებს რა რესურსი აქვთ და თამაში შესაბამისად წარმართოს.. გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში ახლა მე-9 ადგილზეა, 29 ოქტომბერს კი "ბარსელონას" უმასპინძლებს.

altგატუზოს "ბარსელონიზაცია", რაც მამარდაშვილს პრობლემებს უქმნის...

alt"ჯორჯიამანია" იტალიაში - მამარდაშვილის მენეჯერი "იუვენტუსის" ინტერესზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 13 /
სპორტალზე მე დავწერე მამარდაზე, რომ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით. ხვიჩამ იმხელა გაგვაბედნიერა რომ მამარდას წარმატება ცოტა თავიდან ისე ვერ შევაფასეთ. მამარდას რა თქმა უნდა შეცდომები აქვს ახლაც, მაგრამ მისი წინსვლა აშკარაა და იგრძნობა რომ უფრო მოუმატებს. იმედია მუშაობას არ დაიზარებს და ყველას გაგვახარებს. ნუ გვექნება ჯერ მშრალი თამშების ილუზია ამ ვალენსიაში. მთავარია გიორგიმ ზრდა განაგრძოს. თავიდან არ დავწერე ჩემი აზრი გატუზოზე, რაც ბევრი ჩვენგანიც დამეთანხმება. არაა ის მწვრთნელი გატუზო ეს ვალენსია ძველ ვალენსიას დაამსგავსოს, მითუმეტეს მგონი ფინანსურადაც არ ულხინთ. წარმატება მამარდას.
G.LA
13:48 25-10-2022
0
ნეტა ნაპოლის ჰო არ უნდა ახალი მეკარე?
გიორგი
03:09 25-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული