ლოჩოშვილი დაბრუნდა - "კრემონეზე" დამარცხდა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-11 ტურში აუტსაიდერების მატჩში „კრემონეზე“ საკუთარ მოედანზე „სამპდორიასთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ, დებიუტში მათმა თავდამსხმელმა დესერსმა პენალტი ვერ გაიტანა, სტუმრებმა კი თავიანთი იშვიათი საგოლე მომენტებიდან ერთ-ერთი გამოიყენეს.

კრემონული გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გასულ ტურში „სპეციასთან“ ტრავმა მიიღო და თასზე „მოდენასთან“ განაცხადში არ იყო, ხოლო დღეს მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა და 82-ე წუთზე შეტევის გაძლიერების მიზნით შეცვალა.

„კრემონეზე“ 4 ქულით ბოლო ადგილზეა და 30 ოქტომბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - სამპდორია 0:1
გოლი: 0:1 კოლი (78)
გამოუყენებელი
პენალტი: დესერსი (7, კრემონეზე)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტავ, რომელიმე ძლიერ გუნდში გადავიდეს ლოჩოშვილი.
დავიტანჯე გუშინ კრემონეზეს უნიათობის გულშემატკივრობით. :)
გივი
25 ოქტომბერი 2022 11:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული