მიქაუტაძის და "მეცის" წარუმატებელი სერია გრძელდება

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურის დასკვნით მატჩში „მეცი“ გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერ „ჰავრთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 76-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე მოქმედებით ისევ ვერ გამოიჩინა თავი. ის ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში ვერ ახერხებს გოლის გატანას.

ლოტარინგიულმა გუნდმა ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, 15 ქულით მე-12 ადგილზეა, 7 ნოემბერს „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლებს და თუ წარუმატებლად ასპარეზობა გააგრძელებს, შეიძლება გასავარდნად გაუხდეს საქმე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თავიდან კარგად დაიწყო ჟორჟმა მაგრამ ახლა მასაც და გუნდსაც გარკვეული ჩავარდნა აქვთ იმედი მაქვს გიორგი მალე დაიწყებს ისევ გოელბის გატანას უკვე დიდი ხანია აღარ გაუტანია მესმის საფრანგეთის ლიგა 2 არ არის მარტივი ჩემპიონატი და იქ ადვილად ვერავინ გაიტანს გოლებს მაგრამ მეცი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი პირიქით ლიგა 2 ში წესით ერთ ერთი ფავორიტია და იმედი მაქვს ამ ჩავარდნას მალე დაძლევენ და კვლავ დაიწყებენ მოგებებს.
ზურა
07:15 25-10-2022
0
რასაც ვუყურებ ძირითადად იმას ვხედავ, რომ ჟორჟიკა ცდილობს გუნდურად ითამაშოს, მაგრამ თანაგუნდელები პასებს აღარ უბრუნებენ. აქ რაღაც სხვა ამბავია!
ეს ბიჭი ცოდოა მაგათ გვერდით!
პლეხანოვზე გაზრდილი
16:53 25-10-2022
0

სიახლეები პოპულარული