სპალეტი "რეინჯერსთან" როტაციას გეგმავს - შეეხება ეს კვარაცხელიას?

AutoSharing Option
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ შეეცდება ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს. "რეინჯერსთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. ერთი სიტყვით, ჯერ უცნობია, დააყენებს ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტოში თუ არა.

"ფეხბურთელებს მატჩისთვის მუდამ გამარჯვებისთვის ვირჩევ. დიდი არჩევანი გამაჩნია. კვირას ვითამაშეთ, ასეთი ინტენსიური შეხვედრის შემდეგ ყველამ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო აღდგენა. ამიტომ 3 ან 4 დასვენებული ფეხბურთელის სასტარტოში დაყენებას ვაპირებთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგ დონეს მივაღწიეთ, რადგან ყველა მატჩი ხარისხიანად ჩავატარეთ. თუმცა, უცნობია, რა იქნება
შემდგომში. მთავარი მიღწეულის განმტკიცება და პროგრესირებაა. ეს ახალი გადაწყვეტილებების ძიებას მოითხოვს.

მოურინიომ თქვა, რომ გამარჯვებას არ ვიმსახურებდით? ვალდებული ვართ, პირველები საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრებისთვის ვიყოთ. არ ვუყურებთ, რა ხდება ირგვლივ, არც იმას ვაქცევთ ყურადღებას, რას ამბობენ მეტოქეები. აუცილებელია ყველაფრისთვის მზადყოფნა და გზის გაგრძელება. კმაყოფილი ვართ იმით, რასაც ვაკეთებთ და სხვის ნათქვამს მნიშვნელობა არ აქვს.

"რეინჯერსს" კარგი მწვრთნელი ჰყავს, კარგი გუნდია. "ლივერპულთან" პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო და კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა. არასწორია იმაზე ფიქრი, რომ ხვალ სუსტი მოწინააღმდეგე გვეყოლება. ასეთ შეცდომას არ დავუშვებთ. გამარჯვებულის დნმ უნდა გვქონდეს", - განაცხადა სპალეტიმ.

altოსიმენის გოლით გახარებულ ქართველებს "რომას" გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - საქმეში დაცვის სამსახურიც ჩაერთო

alt"ეს არის ზუსტად ხვიჩას მთავარი ნიშა" - საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი "კვარაზე" საუბრობს

altრით არ ჰგავს ხვიჩა სხვა ქართველ ფეხბურთელებს? - ნონა გაფრინდაშვილი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე

მკითხველის კომენტარები / 12 /
ისე რომასთან თამაშის წინ ერთი კვირა ჰქონდათ პაუზა და ასეთი დაღლილებიც რა უნდა იყვნენ არვიცი.
მანამდე სამ დღეში ერთხელ ჰქონდათ თამაშები და იქ არ ასვენებდა და დღეს რატომ ასვენებს?
რათქმაუნდა ხვიჩას გადაღლას არ მივესალმები მარა უცნაურია პაუზის მერე მისი დასვენება და მანამდე 90 წუთი დატოვება, როცა გადაბმულად ჰქონდა თამაშები.
Thomas
16:37 26-10-2022
0
ვგიქრობ კვარამ უნდა დაისვენოს.
ქართველი
08:20 26-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული