"უკვე ლეგენდა, გვარად კვარაცხელია" - New York Times-ის ბლოგი ხვიჩაზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომ მუდმივად წამყვანი სპორტული გამოცემების ყურადღების ცენტრშია, არახალი ამბავია, ამჯერად კი "კვარას" შესახებ აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალტირაჟიანმა და მსოფლიო ჟურნალისტიკის ეტალონად მიჩნეულმა გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსმა" ვრცელი წერილი დაწერა. ამერიკული გაზეთის ჟურნალისტები რორი სმითი და ივან ნეპეჩურენკო ბათუმს ეწვივნენ, რათა ქართველი ქომაგის სიყვარული ჩვენებურის მიმართ საკუთარი თვალით ეხილათ.

ლეგენდა კვარადონაზე

"ისინი წუხდნენ, რომ ბათუმის "დინამოს" სტადიონი თავისი თაღებითა და განათებული ექსტერიერით "თეთრ სპილოდ" გადაიქცეოდა. ბათუმი, ბოლოს და ბოლოს, ულამაზესი საკურორტო ქალაქია. მას ნაკლებად სჭირდებოდა 20 000-იანი
ტევადობის მქონე სტადიონი, ადგილობრივ საფეხბურთო გუნდს ამის ნახევარიც ეყოფოდა, თუმცა აპრილში აქ სათამაშოდ ხვიჩა კვარაცხელია ჩამოვიდა...

"როდესაც ხვიჩა აქ თამაშობდა, ქალაქი მატჩიდან მატჩამდე ცხოვრობდა" - აღნიშნა ბათუმის "დინამოს" გულშემატკივარმა ტარიელ ვარშანიძემ.

კვარაცხელიამ ბათუმელთა რიგებში 3 თვე გაატარა, ამ პერიოდის განმავლობაში კი სტადიონი სრულიად სავსე იყო. ტურისტები, რომლებიც ამ ულამაზესი ქალაქის დასათვალიერებლად იყვნენ ჩამოსული, მარშრუტს საფეხბურთო მატჩზე დასწრებაც დაუმატეს. მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ხალხი ერთმანეთს ზედმეტ ბილეთს სთხოვდა.

"სტადიონები არამხოლოდ ბათუმში, სხვა ქალაქებშიც ივსებოდა" - იხსენებს "დინამოს" მწვრთნელი გია გეგუჩაძე.

ამგვარი რეაქციები 21 წლის ფეხბურთელის შესახებ ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო. ის აქ დამკვიდრდა, როგორც ეროვნული სიმბოლო. 16 წლის ასაკში საქართველოს უდიდეს კლუბში, თბილისის "დინამოში" გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც 2 წელი ადგილობრივ ჩემპიონატში გაატარა, კარიერაში შემდეგი ნაბიჯი გადადგა, რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის "ლოკომოტივისა" და ყაზანის "რუბინის" ღირსება დაიცვა. მოულოდნელად ახალგაზრდა გარემარბს გუნდის დატოვების შანსი სრულიად უსასყიდლოდ გაუჩნდა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეს შესაძლებლობა კი ფეხბურთელმა გამოიყენა.

Sportall.Ge

ძალიან ცოტა ადამიანს შეეძლო წარმოედგინა, თუ რამდენად მალე და რამდენად შორს გავრცელდებოდა "კვარამანია". საქართველოდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე კვირაში, მან იტალიური ფეხბურთის ქომაგები მოხიბლა და ჩემპიონთა ლიგის ვარსკვლავი გახდა.

"ქართველი გულშემატკივრები ელოდნენ, რომ მაღალ დონეზე ითამაშებდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე მოკლე დროში ამგვარი შედეგები ექნებოდა" - აცხადებს გეგუჩაძე.

დაახლოებითი რიცხვები ასეთია: "ნაპოლიში" 10 მილიონ ევროდ გადავიდა, კვარაცხელიამ 5 გოლი გაიტანა იტალიის ჩემპიონატში, სადაც "ნაპოლი" ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგაზე კი თავი 2 გოლით გამოიჩინა. "პარტენოპეიმ" მისი დამსახურებით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი მე-4 ტურში გაინაღდა. ეჭვგარეშეა, რომ ციფრები ძალიან კარგია, თუმცა მხოლოდ სტატისტიკა კვარაცხელიას, როგორც მოვლენას, სათანადოდ ვერ აღწერს.

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩას "სტრატოსფერო" უწოდა, იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ კი მის შესახებ ეპითეტად სიტყვა - "დამანგრეველი" გამოიყენა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო ვარაუდობდა, რომ "კვარა" ევროპაში სათამაშოდ იყო დაბადებული.

Sportall.Ge

"პარტენოპეის" გულშემატკივრებმა, უდიდესი პატივისცემის ნიშნად, მეტსახელად "კვარადონა" უწოდეს, კლუბის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გამო. თუმცა, ალბათ, ყველაზე მრავლისმთქმელი კომენტარი "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს, ფაბრიციო რავანელის ეკუთვნოდა - მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" "მილანი" დაამარცხა, რავანელიმ განაცხადა, რომ ის კვარაცხელიასა და ლეაოს ტყვეობაში მოექცა. ყოფილი შემტევის თქმით, მსოფლიოში ამგვარი სტილის ფეხბურთელები სულ უფრო ცოტანი რჩებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას განსხვავებულობის ნიშანიც სწორედ ეს არის. ქართველი ისეთი მოთამაშეა, რომელსაც თანამედროვე, ინდუსტრიული ბავშვთა საფეხბურთო სტილისტური შაბლონებით - აღარ აწარმოებს: ცვალებადი, ინტუიციური, მოუთვინიერებელი.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა "ბაიერნის" ყოფილ გარემარბს, ფრანკ რიბერის შეადარა, მაგრამ ეს პარალელი ზუსტი არ არის, რადგან კვარაცხელია უფრო მაღალია, არაპროგნოზირებადი. რიბერი მიზანდასახული მოთამაშე იყო, რომელსაც მუდამ საჯარიმოში შეჭრა სურდა. კვარაცხელიამ შეიძლება მსგავსად ითამაშოს, ან არა, შესაძლოა რამდენიმე წუთი 10 ნომრის პოზიციაზეც გაატაროს, ან მაგალითად, როგორც "ლაციოსთან", ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს, 3 მცველს გვერდი აუაროს და 30 მეტრიდან კარში დაარტყას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც მის მთავარ სიძლიერედ სწორედ არაპროგნოზირებადობას ასახელებს:

"ბევრი გარემარბია, რომლებიც ტექნიკურად ნიჭიერები და ძალიან სწრაფები არიან, მაგრამ ხვიჩა მათ არ ჰგავს. არა მგონია, აქამდე გვენახა ფეხბურთელი, რომელსაც შეტევაში აგრესიული სტილი გააჩნია და ამ ყველაფერს ასეთ სისწრაფეზე აკეთებდეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. ის ინსტინქტებით მოქმედებს, სწორედ ეს ხდის მას განსხვავებულს".

კობიაშვილი უარყოფს, რომ ხვიჩა რაიმე პროცესის გაგრძელებაა, საქართველოს წარსულში ბევრი ვირტუოზი შემტევი ფეხბურთელები აღუზრდია - განსაკუთრებით, "მანჩესტერ სიტისა" და "აიაქსის" ყოფილი გარემარბი გიორგი ქინქლაძე - მაგრამ კვარაცხელია, მისი თქმით, მხოლოდ საკუთარი ნიჭის წყალობით იქცა ასეთ ფეხბურთელად.

Sportall.Ge

"მის თამაშში იკვეთება რამდენიმე ასპექტი, რომლებიც ძალიან ქართულია. თუ რაღაც არ გამოსდის, არ ნერვიულობს, ის არ ფიქრობს უარყოფით შედეგზე. საქართველოში მსგავსი თვისებები ბევრ მოთამაშეს აქვს, ისინი გაბედულები არიან და ცოტათი ანარქიულებიც" - აღნიშნა თბილისის "დინამოს" აკადემიის მწვრთნელმა ანდრეს კარასკომ.

ბათუმში, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოში, ფეხბურთის გულშემატკივრები კვარაცხელიას ვარსკვლავის გაბრწყინებას მოუთმენლად ელოდებიან. ლევან კობიაშვილის თქმით, "ნაპოლის" თამაშების დროს ქვეყანა ჩერდება და ყველა ტელევიზორის გარშემო იყრის თავს. "აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს" - აცხადებს კობიაშვილი, რომელიც თავად ქართული ფეხბურთის ლეგენდა და ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მოთამაშეა. მაგრამ ლევანი, კარასკოს მსგავსად, ხაზს უსვამს, რომ კვარაცხელია ერთადერთი არაა და ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზას ადგას.

ხვიჩას თამაშები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ერთა ლიგაზე, სადაც საქართველო ორჯერ დაწინაურდა, დაიწყეს ყველაზე დაბალი საფეხურიდან, ამ ზაფხულს კი მეორე დივიზიონში გადავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირის შემდეგ ეტაპზე ინგლისის დონის ნაკრებთან ითამაშებენ.

Sportall.Ge

"ჩვენ გვყავს უამრავი ნიჭიერი მოთამაშე და ისინი ერთობლივად იღებენ წვლილს ამ პროცესში" - განაცხადა კობიაშვილმა. ვეტერანმა ფეხბურთელმა მიუთითა გიორგი მამარდაშვილზე, შთამბეჭდავ მეკარეზე, რომელიც ამჟამად ესპანურ კლუბ "ვალენსიაში" ბრწყინავს, ან შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილსაც გულისხმობდა, რომელიც "კვარას" თანაგუნდელი იყო ბათუმის "დინამოში" და ახლა ფრანგულ "ბორდოში" ასპარეზობს. მათი გამოჩენა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ევროპულ ფეხბურთში საიდუმლოები არ არსებობს და კონტინენტის მასშტაბით უამრავმა წამყვანმა გუნდმა იცოდა ხვიჩას ნიჭიერების შესახებ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა. "იუვენტუსი", "ნაპოლი" და "ტოტენჰემი" კვარაცხელიას 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

მარტში ვილი სანიოლი საკუთარ ფრანგულ კავშირებს იყენებდა, რათა ხვიჩას დასავლეთ ევროპაში ახალი გუნდის მოძიებაში დახმარებოდა. მისი თქმით, ძირითადად, სკეპტიციზმს შეხვდა.

მის შესახებ ვისმენდი, რომ 70 წუთის შემდეგ სირბილი აღარ შეეძლო, მეუბნებოდნენ, რომ ის უბრალოდ ქართველია და არა ბრაზილიელი".

ამ მიზეზების გამო ხვიჩამ გადაწყვიტა საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყო.

სავარაუდოდ, მის მემკვიდრეებს იგივე პრობლემა არ ექნებათ. მომავალ წელს თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილი ლუკა პარკაძე მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდება.

კარასკო პარკაძეს აღწერს, როგორც შეტევაში ძლიერ, უშიშარ, ინდივიდუალური ოსტატობის მქონე ფეხბურთელს, რომელიც თამაშს იდეალურად კითხულობს და თავს დიდ მატჩებში იჩენს.

"რამდენიმე წლის წინ საქართველოში ბავშვებს სურდათ, რომ ყოფილიყვნენ შემდეგი კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი, ახლა კი მათ უნდათ გახდნენ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის მსგავსი ფეხბურთელები. ამ ბიჭებმა ქართული საფეხბურთო კულტურა გარდაქმნეს" - განაცხადა კობიაშვილმა.

altხვიჩა კრიტიკის უფლებას არსად ტოვებს - 40 მატჩი გაფრთხილების გარეშე...

alt"კვარა", ეს ულამაზესია! საკუთარ მოედანზე კარსდროპი შეარცხვინა - ხვიჩას ბრწყინვალე მოქმედება "რომასთან" ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 6 /
მარადონას,რონალდინიოს,მესის,ნეიმარის შემდეგ,მსოფლიოს აღარ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები,რომლებიც გარდა შედეგისა, გულშემატკივრებს სანახაობრივ ფეხბურთს სთავაზობენ.როდესაც საკიმ კვარას დამანგრეველი უწოდა ეს უნდა გავიგოთ ისე,რომ კვარასნაირი ვარსკვლავები ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სქემებს ანგრევენ და გუნდს უპირატესობაში ათამაშებენ.თქვა კიდეც ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა,როდესაც კვარა მოედანზეა ნაპოლი თორმეტი ათზე თამაშობსო.ამ კუთხით, კვარას მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს.მბაპეს,ჰოლაანდს, საჯარიმოსთან პასს თუ არ მისცემ,ან თავისუფალ სივრცეს თუ არ შეუქმნი ერთ მოთამაშესაც ვერ მოატყუებენ.კვარა კი თვითონ ქმნის ასეთ სივრცეებს,თანაც არაპროგნოზირებადია (ვერ გამოიცნო რას მოიმოქმედებს)შეტევის განხორციელებისას,რის წინააღმდეგაც სქემების მოფიქრება აზრს კარგავს.მოურინიომ 2-3დამცველი მიამაგრა,რაც სპალეტიმ კარგად გამოიყენა.შესუსტებული მარჯვენა ფლაგიდან ოსიმხენმა და ლოზანომ გაინავარდეს,მთელი ყურადღება მაინც კვარაზე იყო და მოურინიომ ტაქტიკურად სპალეტისთან წააგო.აქვე ვიტყვი,მოურინიო ბინძურად ათამაშებს თავის გუნდებს,იგი საშუალო დონის თეორეტიკოსია.გვარდიოლას სტილი კიდევ ანტისაფეხბურთოა (რა უბედურებაა თამაშში 1000-მდე პასის გაკეთება).გვარდიოლამ ფეხბურთი არასანახაობრივი გახადა.90 წუთიდან 10-15 წუთს თუ ნახავ სანახაობრივ თამაშს,მეტს ვერა.ბარსას თამაშებს გვარდიოლას დროიდან მხოლოდ მესის გამო ვუყურებდი.ამიტომ ხვიჩას თამაშის სტილმა მსოფლიო გააგიჟა.არც ის გამოვრიცხოთ,რომ ახალი სტილის შემოტანისთვის კვარას შეიძლება წელსვე ოქროს ბურთი გადასცენ.ფეხბურთის მომავალი ასე განვითარდება:სქემები+კვარას მსგავსი კრეატიული მოთამაშეები.კვარა სრულყოფილებას მალე მიაღწევს.თუ მას სწავლობენ,ისიც აკვირდება მცველებს და მათ გონიერებით ყოველთვის აჯობებს.მართალია,კვარა ბევრს შრომობს,მაგრამ ღმერთმა იგი "უზარმაზარი"ნიჭით დააჯილდოვა.
გიგა
15:37 27-10-2022
0
მარადონას,რონალდინიოს,მესის,ნეიმარის შემდეგ,მსოფლიოს აღარ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები,რომლებიც გარდა შედეგისა, გულშემატკივრებს სანახაობრივ ფეხბურთს სთავაზობენ.როდესაც სარიმ კვარას დამანგრეველი უწოდა ეს უნდა გავიგოთ ისე,რომ კვარასნაირი ვარსკვლავები ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სქემებს ანგრევენ და გუნდს უპირატესობაში ათამაშებენ.თქვა კიდეც ერთმა იტალიელმა სპეციალისტმა,როდესაც კვარა მოედანზეა ნაპოლი თორმეტი ათზე თამაშობსო.ამ კუთხით, კვარას მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს.მბაპეს,ჰოლაანდს, საჯარიმოსთან პასს თუ არ მისცემ,ან თავისუფალ სივრცეს თუ არ შეუქმნი ერთ მოთამაშესაც ვერ მოატყუებენ.კვარა კი თვითონ ქმნის ასეთ სივრცეებს,თანაც არაპროგნოზირებადია (ვერ გამოიცნო რას მოიმოქმედებს)შეტევის განხორციელებისას,რის წინააღმდეგაც სქემების მოფიქრება აზრს კარგავს.მოურინიომ 2-3დამცველი მიამაგრა,რაც სპალეტიმ კარგად გამოიყენა.შესუსტებული მარჯვენა ფლაგიდან ოსიმხენმა და ლოზანომ გაინავარდეს,მთელი ყურადღება მაინც კვარაზე იყო და მოურინიომ ტაქტიკურად სპალეტისთან წააგო.აქვე ვიტყვი,მოურინიო ბინძურად ათამაშებს თავის გუნდებს,იგი საშუალო დონის თეორეტიკოსია.გვარდიოლას სტილი კიდევ ანტისაფეხბურთოა (რა უბედურებაა თამაშში 1000-მდე პასის გაკეთება).გვარდიოლამ ფეხბურთი არასანახაობრივი გახადა.90 წუთიდან 10-15 წუთს თუ ნახავ სანახაობრივ თამაშს,მეტს ვერა.ბარსას თამაშებს გვარდიოლას დროიდან მხოლოდ მესის გამო ვუყურებდი.ამიტომ ხვიჩას თამაშის სტილმა მსოფლიო გააგიჟა.არც ის გამოვრიცხოთ,რომ ახალი სტილის შემოტანისთვის კვარას შეიძლება წელსვე ოქროს ბურთი გადასცენ.ფეხბურთის მომავალი ასე განვითარდება:სქემები+კვარას მსგავსი კრეატიული მოთამაშეები.კვარა სრულყოფილებას მალე მიაღწევს.თუ მას სწავლობენ,ისიც აკვირდება მცველებს და მათ გონიერებით ყოველთვის აჯობებს.მართალია,კვარა ბევრს შრომობს,მაგრამ ღმერთმა იგი "უზარმაზარი"ნიჭით დააჯილდოვა.
გიგა
15:32 27-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული