ხვიჩა კრიტიკის უფლებას არსად ტოვებს - 40 მატჩი გაფრთხილების გარეშე...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრს და არაერთ ქვეყანაში წერენ. ქართველი გარემარბისა და მისი გუნდის შედეგები კრიტიკული პასაჟების უფლებას არავის უტოვებს. ფეხბურთში უამრავი ნიუანსია, გარდა გოლისა, საგოლე პასისა, დრიბლინგისა თუ არაორდინარული მოქმედებისა. ჩვენებურის შესახებ განსხვავებული კუთხით გვინდა საუბარი.

თანამედროვე ფეხბურთში რომ პრესინგსა და ართმევებს ყველა ამპლუის მოთამაშისგან ვხედავთ, ეგ ძველი ამბავია. შესაბამისად, არბიტრებისგან გაფრთხილებას შემტევები საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე მზრუნველობისთვის არანაკლებად იღებენ. ამას ემატება თუნდაც ერთგვარი საპასუხო რეაქცია ამა თუ იმ პროვოკაციაზე, მსაჯთან კამათი და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკვე 40 მატჩია, ხვიჩა კვარაცხელიას
ყვითელი ბარათი (გაფრთხილება) არ მიუღია.

Sportall.Ge

"რომა" - "ნაპოლის" დაპირისპირება განსაკუთრებული სილამაზის და სილაღის არ გამოსულა, თუმცა ფეხბურთი მთელი თავისი სიდიადით ვიხილეთ. კვარაცხელიას ისევ ბევრი ორთაბრძოლა, დაცვაში თამაში და ართმევა ჰქონდა, მისი წყობიდან გამოყვანა სცადეს. ბოლოს ქართველის მიზანი იყო, მის გუნდს დრო მოეგო და ამ კუთხითაც მოქმედებდა. ამის მიუხედავად, "კვარა" ბოლომდე "მშრალად" გამოვიდა.

როგორც ჩანს, ხვიჩა იტალიურს უკვე საკმაოდ კარგად დაეუფლა და სითამამეც მეტი აქვს, მსაჯებთან საუბრობს ხოლმე, თუმცა ჯერ არ ყოფილა, მის წინააღმდეგ თამაშისას განსაკუთრებული აპელირება მოეხდინა. კი, აპროტესტებს მოწინააღმდეგის ხისტ ქმედებებს, მაგრამ რამდენჯერ გვიხილავს, ფეხბურთელები ლამის მაისურიდან "ხტებიან", რამეთუ მის წინააღმდეგ მოთამაშე არ გააფრთხილეს - "კვარა" ასეთი არაა.

კიდევ ერთი ფაქტორია სიმულაცია, რომელიც ქართველ შემტევში საერთოდ არ ზის. ეს ისეთი საკითხია, სახელის გატეხას მართლაც თავის გატეხა რომ აჯობებს. რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ხვიჩას ვერაფერი "დაუმტკიცეს". ასეთ დეტალებს ხომ არბიტრები ყველაზე უკეთ გრძნობენ.

ჩვენებურმა ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა ისეთი დრიბლინგის შემდეგ გადააგდო, რადგანაც მოწინააღმდეგე საფარზე იწვა, კომპლიმენტები რომაელებისგანაც მიიღო. ამაზე კარგი რა უნდა იყოს - ქართველი ფეხბურთელი წმინდა საფეხბურთო და არასაფეხბურთო კომპონენტშიც გამორჩეულია...

Sportall.Ge

40 თამაშია ყვითელი ბარათის არმიღება ვახსენეთ და კვარაცხელიას წაუგებელი სერია (საერთო ჯამში) უკვე 38 შეხვედრამდე ავიდა. რაც რომში არ გაზრდილა, ხვიჩას გოლისა თუ საგოლე პასის ნიშნულია. არადა, შედეგიანობას ისე შევეჩვიეთ, უკვე ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის განცდაც კი დაგვეუფლა.  

12 ნოემბრამდე "კვარასა" და "ნაპოლის" დატვირთული პერიოდი აქვთ, 6 მატჩს გამართავენ. შემდეგ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში ითამაშებს და 2023 წლამდე ოფიციალურ შეხვედრას არ ჩაატარებს. 15 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას.

altმარადონას "ნაპოლის" რეკორდი განმეორებულია! - "რეინჯერსთან" "კვარას" და მის თანაგუნდელებს ისტორიის გადაწერის შანსი ექნებათ

alt"კვარა", ეს ულამაზესია! საკუთარ მოედანზე კარსდროპი შეარცხვინა - ხვიჩას ბრწყინვალე მოქმედება "რომასთან" ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს მოგეწონებათ
https://twitter.com/IFTVofficial/status/1585025745851912199
ქ. გ.
06:39 26-10-2022
0
Fabrizio Romano-მ დაწერა tweet-ი ხვიჩას შესახებ.
პოლონელმა ტიპმა უპასუხა, რომ ხვიჩას ზელინსკი მიათრევს.
სხვა პოლონელმა ტიპებმა და ნიგერიელებმა დაალაიკეს ეს სისულელე.
ნიგერიელებს და პოლონელებს მაგრად უტყდებათ, რომ ყველა ხვიჩას აქებს.
https://twitter.com/lfcGoatskiRL9/status/1584832520700727297
ქ. გ.
15:01 25-10-2022
2

სიახლეები პოპულარული